Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

აჭარა თაიმსი ნოემბერი 1, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უწყების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. 4 ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,საკონსტიტუციო კონტროლის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში“.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე დათანხმდა, რომ, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით, სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები გამარტივებული წესით შეისყიდოს.

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას ოცდაორი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოსა და რელევანტური ინსტიტუტის თავმჯდომარეები და წევრები, ასევე სხვა მაღალი რანგის პირები მიიღებენ. კონფერენცია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ჩატარდება და მისი ტექნიკური უზრუნველყოფისთვის 29 500 ლარი დაიხარჯება. საკონსტიტუციო სასამართლომ შესყიდვების სააგენტოს განუმარტა:

„კონფერენცია წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებას და საერთაშორისო კონფერენციის პლატფორმა საუკეთესო საშუალებაა ურთიერთგამოცდილებისა და თანამედროვე სამართლებრივი პრაქტიკის გაზიარებისათვის, კონსტიტუციური კონტროლის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეების გაცნობისათვის და რეგიონის მასშტაბით პარტნიორულ–მეგობრული ურთიერთობის დამყარებისათვის.“

აღნიშნული მომსახურება გულისხმობს მხოლოდ კონფერენციის ტექნიკურ აღჭურვასა (შესაბამის აპარატურას) და სინქრონულ თარგმანს. უწყებას მომსახურებას შპს „ვესტსერვისი“ მიაწვდის.

რაც შეეხება დაზუსტებას, თუ რატომ არ გამოაცხადა საკონსტიტუციომ ელექტრონული ტენდერი, მისი არგუმენტი ასე ჟღერს:

„საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიების საბოლოო ფორმატის, მონაწილეთა რაოდენობის, სესიების, სივრცის, თარგმანის მიმართულებებისა და ტექნიკური მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ შესაბამისი შესყიდვის ობიექტის საბოლოო ფორმირება. შესაბამისად, უფრო ადრეულ ეტაპზე ელექტრონული ტენდერის გამოცხადება ვერ უზრუნველყოფდა შესყიდვის ობიექტის იმ ხარისხის სიზუსტით განსაზღვრას, რაც აუცილებელია კონკურენტული წარმართვისთვის. შესყიდვის პროცედურის სათანადოდ უფრო მეტიც, არასრულად ჩამოყალიბებული მოთხოვნებით ტენდერის წინასწარ გამოცხადება თავად შექმნიდა სახელმწიფო შესყიდვის ეფექტიანობისა და შედეგიანობის რისკს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის გამოცხადების მომენტში არ იქნებოდა ცნობილი მომსახურების საბოლოო მოცულობა, მონაწილეთა რაოდენობა და ღონისძიების ტექნიკური ფორმატი, შემსყიდველ ორგანიზაციას მოუწევდა ან მომსახურების ისეთი მოცულობის შესყიდვა, რომელიც შემდგომში შესაძლოა რეალურ საჭიროებაზე მეტი აღმოჩნდეს, ან პირიქით,  არასაკმარისი მოცულობის განსაზღვრა, რაც ღონისძიების მოახლოებისას დამატებითი შესყიდვის საჭიროებას წარმოშობდა.“

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საკონსტიტუციო სასამართლოდან კიდევ ერთი წერილი შევიდა. ამჯერად სასამართლო თანხმობის ითხოვს სატელევიზიო და რადიომომსახურების გამარტივებული შესყიდვის თაობაზე. როგორც ის განმარტავს, საიუბილეო ღონისძიებების გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებიან და სიტყვით გამოდიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. შესაბამისად, გათვალისწინებულია რამდენიმე ტელეარხისათვის პირდაპირი ეთერით უზრუნველყოფა. აღნიშნული მომსახურებისთვის 34 800 ლარია გათვალისწინებული. ინფორმაციისთვის, ამ შემთხვევაში უკვე საუბარია, რომ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ოცი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოსა და რელევანტური ინსტიტუტის თავმჯდომარეები და წევრები, ასევე სხვა მაღალი რანგის პირები.

ამ დრომდე საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა ინფორმაცია, კონკრეტულად რომელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ სტუმრები და ვინ იქნებიან დელეგაციების წევრები. ასევე გაურკვეველია ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ნაწილი: უცხოელი სტუმრების ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსების, კვებისა და სხვა ხარჯი. სასამართლოს მიერ უკვე გასაჯაროებული 64 300 ლარი მხოლოდ თარგმანისა და გახსნის ცერემონიის სატელევიზიო ტრანსლირების ხარჯებს მოიცავს და არა – ღონისძიების სრულ ბიუჯეტს. შესაბამისად, ამ ეტაპზე საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს საერთაშორისო მასშტაბის საიუბილეო ღონისძიების ორგანიზება საბოლოო ჯამში, ან რომელ ქვეყნებს მოიცავს „საერთაშორისო კონფერენციის“ მასშტაბი.

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა

[პარტიების აკრძალვა] არის მოქალაქეების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლების შეზღუდვა, არამედ მოქალაქისთვის საერთოდ ფუნქციის ჩამორთმევის პირდაპირი მცდელობა – კობა ჯუმუშაძე

 

Post navigation

Previous: ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს
Next: ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

kvlevari_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026
rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია kvlevari_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

ნოემბერი 2, 2026
ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

ნოემბერი 2, 2026
„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“

ნოემბერი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია kvlevari_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

ნოემბერი 2, 2026
ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 4
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

ნოემბერი 2, 2026
„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“ _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“

ნოემბერი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.