საქართველოს სუპერლიგის მეშვიდე ტურის ფარგლებში „საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „თელავს“ უმასპინძლა და მატჩი ანგარიშით 85:108 დათმო.
შეხვედრა მეოთხედების მიხედვით შემდეგი ანგარიშით დასრულდა: 17:29, 25:28, 19:22, 24:29.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „თელავის“ ლეგიონერი მილტონი დასახელდა. მის ანგარიშზე 29 ქულა, ორი მოხსნა და ექვსი შედეგიანი გადაცემაა.
„სკ ბათუმის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ოჩხიკიძე იყო, რომელმაც თამაშის განმავლობაში 22 ქულა, სამი მოხსნა და ცხრა შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
სუპერლიგის მომდევნო მატჩს „საკალათბურთო კლუბი ბათუმი“ 4 დეკემბერს გამართავს. მერვე ტურის შეხვედრაში „დელფინები“ „ორბს“ დაუპირისპირდებიან.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

