Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ამჯერად საპარლამენტო ოპოზიციამ მიმართა

სულხან მესხიძე Posted on 2 წელი ago
opozicia_AJARATIMES.GE

რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ამჯერად საპარლამენტო ოპოზიციამ მიმართა. მათ მიაჩნიათ, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში შეიძლება „ამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგეს“.

„საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად. ჩვენ ვთვლით, რომ „რუსული კანონი“ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის და ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ვიდავოთ. საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია აბსოლუტურად, 38 დეპუტატი ხელს ვაწერთ სარჩელს. ზოგიერთი მათგანი ფიზიკურად არ იყო, თუმცა ისინი უერთდებიან ამ სარჩელს. მთელი საქართველო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ვდავობთ „რუსული კანონის“ გამო. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვალდებულებას 78 მუხლის შესრულების კუთხით გაითვალისწინებს და დროებით ღონისძიებას ამ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე მიიღებს. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთელ კანონს ვასაჩივრებთ კონსტიტუციის 78 მუხლთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ეტაპი არის ის, რომ ჩვენ შეჩერებას ვითხოვთ. არჩევნებამდე ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგეს. სანქციების ამოქმედება 3 სექტემბრიდან იწყება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელზეც შეჩერების საკითხი განხილული იქნება“, – განაცხადა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიყენებს ამ შანსს, რომ დადგეს კონსტიტუციის და ქართველი ხალხის მხარეს, ამ შანსს გამოიყენებს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს“.

„გარდა იმისა, რომ რუსული კანონი არღვევს არაერთ საერთაშორისო ნორმას და სტანდარტს, ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალდებულებს ყველა სახელისუფლებო შტოს და ინსტიტუციას, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც რუსული კანონის მიღებით ივანიშვილის პარტიამ გზა ჩაუხერგა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ. სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ იხელმძღვანელებს პოლიტიკური დაკვეთით, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია მათ შორის იმპიჩმენტის საკითხში პრეზიდენტი ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსულ კანონს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება. მერაბ ტურავას განმარტებით, საკითხის განხილვას მინიმუმ 1 თვე მაინც დასჭირდება.

„როგორც მოგეხსენებათ, კანონთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია სარჩელები. პირველი სარჩელი შემოიტანა საქართველოს პრეზიდენტმა, სადაც ის ასაჩივრებს კანონის მუხლებს და უთითებს კონსტიტუციის შესაბამის მუხლებს. მეორე სარჩელი შემოტანილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. თუ არ ვცდები, 121 არასამთავრობო ორგანიზაცია არის და ერთი მედიასაშუალება. დღეს როგორც გავიგე, მესამე სარჩელი შემოიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში და სარჩელის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები. როგორც თქვენთვის ცნობილია, პარლამენტის წევრთა მინიმუმ 1/5 უნდა უჭერდეს მხარს სარჩელს, ეს არის 30 დეპუტატი. ჩემი ინფორმაციით, ეს არის 1/5-ზე მეტი. სამივე სარჩელი გაერთიანდება ერთ წარმოებად. საქართველოს პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი გაერთიანებულია ერთ წარმოებად. ამასთან დაკავშირებით უკვე არსებობს რეზოლუცია. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების სარჩელს, ეს სარჩელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმ ორ სარჩელს შეუერთდება. კანონი არამარტო უნდა წავიკითხოთ, არამედ შედარებითი სამართლის კვლევა უნდა ჩავატაროთ და ამას 1 თვემდე მაინც დასჭირდება. ვადებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს. ეს სარჩელები არ განიხილება კოლეგიის ფორმატში, პლენუმის ფორმატში განიხილება. ამ ეტაპზე მოსამართლეები სარჩელებს სწავლობენ“,-განაცხადა მერაბ ტურავამ.

აქვე დაგაინტერესებთ: ⇓
  • რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში – რა შანსებია
  • რუსული კანონის ამოქმედებამდე სულ ცოტა დრო რჩება – რას აპირებს რეგიონული მედია

Post navigation

Previous: საზღვაო კურორტებზე არსებულ 10 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
Next: აჭარაში, პრეციზიული სროლის ღია ტურნირი ჩატარდება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

admin Posted on 1 დღის ago
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე რუსეთის 2 მოქალაქე და კიდევ ერთი პირი დააკავეს

admin Posted on 2 დღის ago
teatri_ajaratimes.ge
  • ბათუმი

გეგა განიძე ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას „უმეცრებასა და უგუნურებას“ უწოდებს და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

admin Posted on 4 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა თითქმის 19%-მა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა – აუდიტი _AJARATIMES.GE
  • საქართველო

განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა თითქმის 19%-მა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა – აუდიტი

Posted on 8 საათის ago
„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა

Posted on 1 დღის ago
რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

Posted on 1 დღის ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

Posted on 1 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago
„რ/კ ბათუმმა“ „ხვამლს“ აჯობა ragbi_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„რ/კ ბათუმმა“ „ხვამლს“ აჯობა

Posted on 2 დღის ago
განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა თითქმის 19%-მა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა – აუდიტი _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა თითქმის 19%-მა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა – აუდიტი

Posted on 8 საათის ago
„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა

Posted on 1 დღის ago
რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

რუსეთის მოქალაქე უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

Posted on 1 დღის ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

Posted on 1 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.