Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ხულო

რატომ დააგვიანა ხულოს მერიამ ხელფასების გაცემა – რას ამბობს მუნიციპალუტეტის მერი

აჭარა თაიმსი აპრილი 24, 2025
xulos meri. jambulat meladze_AJARATIMES.GE

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებმა აპრილში კუთვნილი ხელფასები დაგვიანებით მიიღეს.

როგორც „აჭარა თაიმსისთვის“ გახდა ცნობილი, საჯარო მოხელეებს ანაზღაურება დაახლოებით 20 დღის დაგვიანებით ჩაერიცხათ. მათი თქმით, მერიამ ხელფასების დაგვიანების მიზეზად ბიუჯეტში ფინანსური რესურსების არარსებობა დაასახელა.

„ყველა დასაქმებულს დაგვიგვიანდა ხელფასი. ზოგმა კერძო სესხის აღებით გადაიხადა საბანკო ვალდებულება. გვითხრეს, რომ ფული უბრალოდ არ იყო“, – გვიყვება ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც კონფიდენციალობის დაცვა გვთხოვა.

ამასთანავე, დასაქმებულები აცხადებენ, რომ ხულოს მერიაში მათ მკაცრად აფრთხილებენ ამ თემაზე საჯაროდ არ ისაუბრონ. როგორც რამდენიმე წყარო გვიყვება, ხელმძღვანელობამ კატეგორიულად აუკრძალა თანამშრომლებს მედიასთან კომენტარის გაკეთება.

„დედაჩემი მერიაში მუშაობს. ანაზღაურება დაახლოებით 20 დღით დაუგვიანეს. მიზეზი არ ვიცით. უთხრეს, რომ არაფერი უნდა თქვას ამაზე საჯაროდ,“ – გვითხრა საჯარო მოხელის შვილმა.

ხელფასების დაგვიანებით გაცემის ფაქტი ხულოს მერმა დაგვიდასტურა, თუმცა მიზეზი ჯამბულატ მელაძემ არ განგვიმარტა.

“ორ ეტაპად გავეცით ხელფასები. დღგ-ს ნაწილში რაღაც პრობლემა იყო, შემოვიდა და მერე გავეცით შემოსავალი,” – გვითხრა ხულოს მერმა სატელეფონო საუბრისას.

ჯამბულატ მელაძეს შეფერხების გამომწვევი მიზეზის ახსნა ვთხოვეთ, თუმცა მან საჭესთან ყოფნის მიზეზით 2 წუთით დალოდება გვთხოვა, რის შემდეგაც საერთოდ აღარ გვიპასუხა.

ცნობისთვის: BM.GE-ის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მარტში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ხაზინის მონაცემებით, აქედან ყველაზე დიდი ჩამორჩენა აქციზის ნაწილშია.

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის თანახმად, გადასახადების პირველი კვარტალის საპროგნოზო მოცულობა 5.3 მლრდ ლარი იყო, ხოლო მიღებულმა თანხამ 5.4 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3% შეადგინა.

გარემოება: რა გახდა დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმის ვერ შესრულების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მთავრობას განმატება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

Post navigation

Previous: კ.კ ბათუმმა სუპერლიგის პლეი-ოფი წაგებით დაიწყო
Next: უკანონო სახერხი საამქრო აჭარაში – გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ სამართალდარღვევა გამოავლინა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xulos meria_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მერია დასანქცირებულ „იმედს“ ბიუჯეტის თანხას ვეღარ ურიცხავს

სულხან მესხიძე აპრილი 6, 2026
xe.tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა – ხულოსა და შუახევში ათეულობით მორი ამოიღეს

აჭარა თაიმსი აპრილი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

აჭარა თაიმსი მარტი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

მაისი 4, 2026
როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა

მაისი 3, 2026
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს jurnalistebi, media_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

მაისი 3, 2026
დინამოების დერბი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა

მაისი 2, 2026
ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

მაისი 4, 2026
როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს xalxi_.ajaratimes.ge 2
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა

მაისი 3, 2026
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს jurnalistebi, media_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

მაისი 3, 2026
დინამოების დერბი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

მაისი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.