Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხულო

სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედი“ ხულოს მერიის დაფინანსებულ ინფორმაციებს სარედაქციო მასალად გაასაღებს

აჭარა თაიმსი იანვარი 14, 2026
xulos meria_AJARATIMES.GE

MediaMeter-ის ინფორმაციით, 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ სამთავრობო პროპაგანდისტულ „ტელეიმედთან“ საინფორმაციო მომსახურებაზე ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება 7 500 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების მიხედვით, თანხა თვეში 625 ლარის გადახდას ითვალისწინებს.

კონტრაქტის პირობების თანახმად, „ტელეიმედი“ ვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარ ვებ-გვერდზე არაუმეტეს 60 საინფორმაციო რელიზი განათავსოს. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ მიწოდებული მასალები უნდა განთავსდეს შინაარსის შეცვლის გარეშე, ხოლო რედაქტირება ან თარგმნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტექსტის არსი არ იცვლება.

MediaMeter ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწოდებული ინფორმაციის ოპერატიულ განთავსებას – რელიზები უნდა გამოქვეყნდეს იმავე დღეს, როცა მუნიციპალიტეტი მას მედიას გადასცემს.

კვლევის მიხედვით, პრობლემურია ის პრაქტიკა, რომ „ტელეიმედი“ მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ პრესრელიზებს სარეკლამო ან სპონსორირებული მასალის შესაბამისი აღნიშვნის გარეშე აქვეყნებს. MediaMeter-ის შეფასებით, ეს მკითხველს შეცდომაში შეჰყავს და არ ქმნის მკაფიო განსხვავებას სარედაქციო და ფასიან კონტენტს შორის.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მოთხოვნებს, ასევე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-9 პრინციპს, რომლებიც რეკლამასა და სარედაქციო მასალას შორის მკაფიო გამიჯვნას ავალდებულებს.

MediaMeter ასევე აღნიშნავს, რომ „ტელეიმედის“ ვებ-გვერდზე რეგიონებთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც, ძირითადად ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, კრიტიკული ან ალტერნატიული ხედვების გარეშე ქვეყნდება, რაც მედიის სარედაქციო პოლიტიკის სახელისუფლებო ხასიათზე მიუთითებს.

Post navigation

Previous: მღვდლის მეუღლე ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად დაინიშნა
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხულო

„ოქროს ეძებენ“ – ხულოს სოფელ სხანდარაში უცნობი პირები მიწას თხრიან, ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ

აჭარა თაიმსი აგვისტო 27, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხულო

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.