Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

არასამთავრობო ორგანიზაციები უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტენ

სულხან მესხიძე აპრილი 15, 2024
umaglesi sabcho_AJARATIMES.GE

8 არასამთავრობო აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს, ამის შესახებ ინფორმაციას განცხადების ავტორი ორგანიზაციები ავრცელებენ. მესამე სექტორმა გადაწყვეტილების შესახებ წერილობით საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს უკვე აცნობა.

„მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) გატეხა საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ისევე როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული პირობა და ხელახლა დააინიციირა რუსული კანონი. კანონი, რომელიც რუსეთის მსგავსად – მტრულ ძალად აცხადებს ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს, მათ შორის, ევროკავშირს.

მმართველი პარტია უმრავლესობას ფლობს უმაღლეს საბჭოში. ამასთანავე თვეებია მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის აქტიური კამპანია. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ არ დაგვინახავს არცერთი რეალური ნიშანი, რომელიც მიუთითებდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა არ ეთანხმება საქართველოს დამაზიანებელ ნაბიჯებს. ამ ქმედებებმა შესაძლოა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი დააკარგვინოს.

ღია მმართველობის საბჭო არის ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ფორმატი. ამგვარი ფორმატისთვის თანმდევია განსხვავებული აზრი. ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ მიზნის მიღწევის გზებზე, მაგრამ უნდა გვაერთიანებდეს საერთო მიზანი – საქართველოს წინსვლა. სამწუხაროდ, თქვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეუძლებელს ხდის ღია მმართველობის საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში ჩვენს ნებისმიერ თანამშრომლობას.

წარმოდგენილი მიზეზებიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ვტოვებთ ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს“ – აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • დემოკრატიის ინსტიტუტი; მწვანე სექტორი;
  • ა(ა)იპ ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“;
  • ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“;
  • ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ – ბათუმი;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი – აჭარის ფილიალი;
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის;
  • ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

 

Post navigation

Previous: არა რუსულ კანონს – სტუდენტების აქცია ბათუმში
Next: პრემიერ-მინისტრი ელჩებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს შეხვედრისას მხარეებმა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
_AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 21, 2026
gza,transporti_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 22, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.