Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„თავისუფლების მოედანი“ აჭარაში კამპანიას იწყებს – შეხვედრები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება

აჭარა თაიმსი აპრილი 25, 2026
_AJARATIMES.GE

პარტია „თავისუფლების მოედნის“ აჭარის ეროვნული კამპანია ოფიციალურად ბრიფინგით გაიხსნა. კამპანია 25 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მისი ფარგლებში პარტიის წარმომადგენლები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს – ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ქედას, შუახევსა და ხულოს, მათ შორის სოფლებსაც მოივლიან.

პარტიის განცხადებით, ვიზიტების მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია, მათი პრობლემების, საჭიროებებისა და მოთხოვნების გაცნობა და ადგილზე არსებული გამოწვევების შესწავლა. „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარის, ლევან ცუცქირიძის თქმით, გუნდი ცდილობს რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს შეხვდეს და მათი მოსაზრებები მომავალ პოლიტიკურ გეგმად გარდაქმნას.

მისივე შეფასებით, როგორც აჭარა, ისე საქართველო, „იზოლაციასა და კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება“, რაზეც პასუხისმგებლობას მოქმედ ხელისუფლებას აკისრებს.

ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხებზე, რომლებიც, მათი შეფასებით, პირდაპირ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მათ შორის დასახელდა:

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის დანიშვნა;
  • ბათუმსა და გონიოში ზღვის ტერიტორიის მიწად რეგისტრაციის საკითხი;
  • ბათუმის ღია ნაგავსაყარი და ეკოლოგიური მდგომარეობა;
  • ინფრასტრუქტურული ტენდერების გამჭვირვალობა და გზების მდგომარეობა;
  • ბულვართან დაკავშირებული ცვლილებები და მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა;
  • ურბანული დაგეგმარების პრობლემები;

აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, აზა გაბუნიას განცხადებით, კამპანიის ფარგლებში პარტიის გუნდი ყველა მუნიციპალიტეტსა და მაღალმთიან სოფელს ეწვევა და მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გაუზიარონ საკუთარი პრობლემები.

კამპანიის პერიოდში ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირის №48-ში მდებარე პარტიის ოფისი დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ღია იქნება.

აჭარის კამპანია 2 მაისს დასრულდება სამოქალაქო ფორუმით „საქართველოს გულისთვის აჭარა“, რომელიც „თავისუფლების მოედნისა“ და „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ ორგანიზებით გაიმართება. ფორუმზე მონაწილეები იმსჯელებენ აჭარისა და ქვეყნის განვითარების ხედვებზე მომდევნო წლებისთვის.

Post navigation

Previous: ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
Next: სკ „ბათუმმა“ „ივერიონი“ დაამარცხა და ფლეი-ოფის სერია გამარჯვებით დაიწყო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
_AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 21, 2026
gza,transporti_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.