Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 13, 2026
qartuli ocneba_AJARATIMES.GE

მიმდინარე წლის იანვრიდან „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა შეწყვიტა, რაც, ირაკლი კობახიძის განმარტებით, „აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო“, რადგან, სინამდვილეში, ამ პროგრამამ 30 000 ადამიანი ფიქტიურად დაასაქმა. პარალელურად, შეიცვალა სოციალური დახმარების მიღების წესები.

მაისში მიღებულ დადგენილებაში წერია: „თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასისი სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე.“

 მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმება დაიწყო, სოციალურ ქსელში გამოჩნდა არაერთი ინფორმაცია, რომ ოჯახს, რომელიც დახმარებას საჭიროებს, საარსებო შემწეობა აღარ დაერიცხა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ აჭარის მასშტაბით, 2026 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ფულადი შემწეობის მიმღებ პირთა რაოდებობა 13 500-ით შემცირდა.

დიაგრამა აჩვენებს, რომ იანვრიდან მოყოლებული, ფულადი შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა თანდათან იკლებს და თუ იანვარში დახმარებას 71 738 ადამიანი იღებდა, აგვისტოში მაჩვენებელი 58 225-მდე შემცირდა.

გაუმჯობესდა, თუ – არა ამდენი ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ აგვისტოში საქართველოში ინფლაცია გაიზარდა. კერძოდ, წინა თვეში წლიურმა ინფლაციამ 5.6%-ს მიაღწია, რაც, ივლისთან მიმართებით, 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-ს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ინფლაციაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა საწვავის ფასის ზრდამ (ტრანსპორტის ჯგუფი), სურსათის გაძვირებამ და კომუნალური გადასახადების მატებამ. სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ამ ჯგუფების გარდა,  მოქალაქეებს ხარჯები გაეზარდათ შემდეგი მიმართულებით: ჯანდაცვა; დასვენება, გართობა და კულტურა; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო.

„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ –  თეონა ჭალიძე

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

 

Post navigation

Previous: 63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს
Next: „დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 8, 2026
charbi wona_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჯანმო ბავშვებისა და მოზარდების სიმსუქნის მართვის პირველ გლობალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 7, 2026
sawvavi,kalonka_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საწვავი ისევ გაძვირდა – რეგულარის ფასი 4 ლარს აღემატება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 8, 2026
ჯანმო ბავშვებისა და მოზარდების სიმსუქნის მართვის პირველ გლობალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს charbi wona_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჯანმო ბავშვებისა და მოზარდების სიმსუქნის მართვის პირველ გლობალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს

ოქტომბერი 7, 2026
საწვავი ისევ გაძვირდა – რეგულარის ფასი 4 ლარს აღემატება sawvavi,kalonka_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საწვავი ისევ გაძვირდა – რეგულარის ფასი 4 ლარს აღემატება

ოქტომბერი 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 7, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა

ოქტომბერი 6, 2026
ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

ოქტომბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 8, 2026
ჯანმო ბავშვებისა და მოზარდების სიმსუქნის მართვის პირველ გლობალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს charbi wona_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ჯანმო ბავშვებისა და მოზარდების სიმსუქნის მართვის პირველ გლობალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს

ოქტომბერი 7, 2026
საწვავი ისევ გაძვირდა – რეგულარის ფასი 4 ლარს აღემატება sawvavi,kalonka_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საწვავი ისევ გაძვირდა – რეგულარის ფასი 4 ლარს აღემატება

ოქტომბერი 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 7, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა

ოქტომბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.