Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

მუნიციპალიტეტებს უძრავი ქონების მართვის სტრატეგია არ აქვთ და ხშირად ქონებას არაკონკურენტული წესით განკარგავენ – აუდიტი

აჭარა თაიმსი მარტი 10, 2026
auditi_AJARATIMES.GE

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს უძრავი ქონების ფორმირების, მართვისა და განკარგვის სფეროში ერთიანი სტრატეგია არ აქვთ, რაც ქონების ეფექტიან გამოყენებასა და ადგილობრივი შემოსავლების ზრდას აფერხებს.

აუდიტის მიხედვით, 2022-2023 წლებში და 2024 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მუნიციპალიტეტებმა იჯარით გასცეს 270 ერთეული უძრავი ქონება, საიდანაც წლიური შემოსავალი 1,077.3 ათას ლარს შეადგენს. ამავე პერიოდში განხორციელდა 150 ობიექტის პრივატიზება, საერთო ჯამში 6,632.1 ათასი ლარის ღირებულებით.

» სახელმწიფო აუდიტის სამსახური სებ-ის 2022-2023 წლების ხარჯვაში სისტემურ ხარვეზებს ავლენს

კვლევის ფარგლებში შეფასდა, თუ როგორ მართავენ და განკარგავენ მუნიციპალიტეტები საკუთარ ქონებას. აუდიტის დასკვნით, ქონების მართვის სტრატეგიის არარსებობის გამო მუნიციპალიტეტებში მკაფიოდ განსაზღვრული არ არის მიზნები, განვითარების მიმართულებები და მოსალოდნელი შედეგები. შედეგად, ქონების ფორმირების და განკარგვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად არ ეფუძნება სათანადო კვლევასა და ანალიზს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქონების ფორმირების პროცესი უმეტეს შემთხვევაში არასისტემურია და კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული. მუნიციპალიტეტებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია დასახლებების საჭიროებების, ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და სერვისების განვითარების მოთხოვნებზე.

» განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა თითქმის 19%-მა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა – აუდიტი

აუდიტის თანახმად, ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული ნაბიჯებიც არასაკმარისია. მაგალითად, სახელმწიფოდან შემდგომი გასხვისების მიზნით მოთხოვნილი 104 ობიექტიდან 76 შემთხვევაში პროცესის ინიციატორი კერძო დაინტერესებული პირი იყო და არა მუნიციპალიტეტი.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტები ქონების განკარგვისას ხშირად იყენებენ ისეთ ფორმებს, რომლებიც კონკურენციას ზღუდავს. აუდირებულ პერიოდში ქონების 57% განკარგულია პირდაპირი წესით ან საჯარო აუქციონით, ხოლო ელექტრონული აუქციონი შედარებით ნაკლებად გამოიყენებოდა. პირდაპირი განკარგვის წესით გაიცა სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების დაახლოებით 80%, რაც კონკურენციის შეზღუდვას და დამატებითი შემოსავლების დაკარგვის რისკს ქმნის.

აუდიტის დასკვნით, პრობლემები გამოვლინდა ქონების შეფასების პროცესშიც. შეფასებული 286 ობიექტიდან 160-ზე მეტ შემთხვევაში აუდიტორულ დასკვნებში არ იყო მითითებული შესაბამისი ანალოგების მონაცემები, რის საფუძველზეც განისაზღვრა ქონების ღირებულება.

» ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა პროცესის აღკვეთა ვერ უზრუნველყო – აუდიტი

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს არ გადაუხედავთ საიჯარო ქირის ოდენობა საბაზრო ფასების შესაბამისად. შედეგად, 304 შემთხვევაში ქონების ღირებულება არ განახლდა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ფასები გაიზარდა. აუდიტის ინფორმაციით, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, მიუღებელი საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს ჯამური თანხა 742.6 ათას ლარს შეადგენს.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული 16 მიწის ნაკვეთით, საერთო ფართობით 558.2 ათასი კვადრატული მეტრი, არაუფლებამოსილი პირები სარგებლობენ, რადგან ქონების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმები არ არსებობს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, უწყების შეფასებით, შესაძლებელი იქნება ქონების მართვის პროცესის გაუმჯობესება და ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების ზრდა.

  • საფეხბურთო კლუბ ქობულეთის შუქურას საქმიანობით შესაძლოა აუდიტი დაინტერესდეს – მერის მოადგილე
  • სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანობა დაბალია – აუდიტი
  • ქობულეთში რესტორან გარშემო დავები გრძელდება – მფლობელი მერიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

 

Post navigation

Previous: საქართველოში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელი და შესაძლო კავშირები მმართველ პარტიასთან – კვლევა
Next: ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვებსა და ფინანსების მართვაში ხარვეზები გამოვლინდა – აუდიტი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივლისი 15, 2026
shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 13, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 10, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა

ივლისი 14, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.