Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით

აჭარა თაიმსი აგვისტო 19, 2026
_AJARATIMES.GE

ქობულეთში, ე.წ. მტს-ის დასახლებაში, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება. პროექტისთვის 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, შესაბამისი ტენდერი კი „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ გამოაცხადა.

საპროექტო ტერიტორიის ფართობი 3 ჰექტარზე მეტია, მიწის ნაკვეთი კი ამ ეტაპზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. თუმცა, ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ პროექტისთვის შერჩეული ტერიტორია მათ საკუთრებას წარმოადგენს. 7 ოჯახის მტკიცებით, მათ აქვთ საარქივო დოკუმენტაცია, რომლითაც, მათი თქმით, დაადასტურებენ, რომ დაახლოებით 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაპაპისეული მიწის რეგისტრაციას წინა ხელისუფლების პერიოდიდან ცდილობენ, თუმცა მათი მოთხოვნა წლების განმავლობაში არ დაკმაყოფილდა. მათი თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია არაერთხელ წარადგინეს, თუმცა საკითხი დღემდე განხილვის პროცესშია.

მათი განცხადებით, გასულ წელს ქობულეთის მერიაში აღნიშნული ტერიტორიის საინვესტიციოდ მომზადების წინადადებაც წარადგინეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა ტერიტორიის საკითხი და საკუთრების უფლების აღიარების ნაცვლად, მიწაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღეს.

ადგილობრივები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ ტერიტორია, სადაც სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, დეპუტატ გია ჭყონიას ბიზნესის მიმდებარედ მდებარეობს. მათი თქმით, საპროექტო ტერიტორიის მომიჯნავედ ჭყონიას სასტუმრო და ვენახებია. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენს შესაძლოა არ სურდეს მის საკუთრებასთან ახლოს სხვა საინვესტიციო პროექტის განხორციელება, რომელიც მომავალში მის ბიზნესს კონკურენციას გაუწევს. მათი მოსაზრებით, რადგან გია ჭყონია ხელისუფლების წარმომადგენელია, შესაძლოა საკუთარი გავლენების გამოყენებით ცდილობდეს, მომიჯნავე ტერიტორიაზე ისეთი ინფრასტრუქტურა მოეწყოს, რომელიც კომერციული ინვესტიციის განხორციელებას გამორიცხავს ან შეზღუდავს.

ადგილობრივები ამ ვარაუდს სწორედ ტერიტორიის მდებარეობასა და დაგეგმილი პროექტის ხასიათს უკავშირებენ. მათი თქმით, მათთვის გაუგებარია, რატომ გადაწყდა კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მაშინ, როდესაც, მათი განცხადებით, თავად ჰქონდათ ტერიტორიის საინვესტიციოდ გამოყენების ინტერესი.

ადგილობრივებს კიდევ ერთი კითხვა აქვთ, რატომ იგეგმება ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა იმ ტერიტორიაზე, რომლის საიახლოვესაც, მათი თქმით, უკვე არსებობს მოქმედი სპორტული ბაზა. თუმცა მისი განვითარება და განახლება წლებია არ მომხდარა. ადგილობრივებისთვის გაუგებარია, რატომ გახდა ახალი, 5-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობა საჭირო მაშინ, როდესაც, მათი შეფასებით, შესაძლებელი იყო არსებული სპორტული ბაზის რეაბილიტაცია, განახლება და განვითარება.

აღნიშნული ბრალდებები და ვარაუდები ადგილობრივების პოზიციას წარმოადგენს. მტკიცებულებები ამ ეტაპზე, საჯაროდ ვერ წარმოგვიდგინეს.

თუ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გია ჭყონია აღნიშნულ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას მოისურვებს „აჭარა თაიმსი“ მზად არის, მისი კომენტარი შემოგთავაზოთ.

ადგილობრივებმა დღეს ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მოთხოვნის უგულებელყოფის შემთხვევაში სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებენ.

„აჭარა თაიმსი“ კომენტარისთვის აჭარის მთავრობასა და ქობულეთის მერიას დაუკავშირდა. უწყებებში საკითხზე განმარტება არ გაკეთა.

ნახეთ, დეპუტატ გია ჭყონიასთან დაკავშირებული თემები ⇓

ვინ არის “ოცნების” დელეგატად მივლენილი გიორგი ჭყონია – ბიზნესმენი, კომფორტულად ორ ხელისუფლებასთან

იუსტიციის სამინისტრომ ფართი „ოცნების” შემწირველი გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა

რა სარგებელს ნახულობ, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი ხარ – გიორგი ჭყონიას მაგალითი

დელეგატები აჭარიდან – რა ვიცით კანდიდატებზე

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

TI: „ქართული ოცნების“ 41 დეპუტატს აქვს კავშირი ბიზნესთან – მათ კომპანიებს სახელმწიფოსგან 473 მლნ ლარზე მეტი აქვთ მიღებული

დეპუტატი და ბიზნესმენი გიორგი ჭყონია შპს „გზას“ ასხვისებს

კორუფციის მზარდი ფაქტები აჭარაში და მათზე რეაგირების პრობლემა – რა დაადგინა მესამე სექტორის კვლევამ

დელეგატები ნეპოტიზმითა და უკონკურენტოდ ტენდერების მოგებით გამდიდრდნენ – ენმ

კაცმა, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს საპატიმრო 2 დღეში დატოვა – საქმეში ჩინოვნიკები ფიგურირებენ

 

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ხანძარი ე.წ. „ოცნების ქალაქში“

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

saxlis dazianeba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს

სექტემბერი 6, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს

სექტემბერი 6, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.