Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ქობულეთში ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული პირის მეუღლე იჯარის კომისიის წევრი იყო

სულხან მესხიძე დეკემბერი 9, 2025
_AJARATIMES.GE

კახა ბოლქვაძე და თეონა გეგიძე

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში ქრთამის აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის განცხადებით, აღნიშნულმა საჯარო მოხელემ ქობულეთში, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩების მიმდებარედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე იჯარის გაფორმების სანაცვლოდ მოქალაქეს 3 000 ლარს სთხოვდა. გამოძიების ინფორმაციით, მან აღნიშნული თანხიდან ეტაპობრივად 2 000 ლარი უკვე მიიღო.

„აჭარა თაიმსმა“ გაარკვია, რომ ბრალდებული პირი არის კახა ბოლქვაძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ, ცოტნე ანანიძის სამაჟორიტარო ბიუროს ყოფილი თანამშრომელი.

კახა ბოლქვაძე, ცოტნე ანანიძესთან ერთად

ასევე, „აჭარა თაიმსმა“  გაარკვია ისიც, რომ იჯარაზე თანხმობის გამცემი კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო კახა ბოლქვაძის მეუღლე, თეონა გეგიძე, რომელიც ამავე დროს ქობულეთის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსია. მიზანშეწონილობის კომისიას კი ქობულეთის ყოფილი მერი, მირიან ქათამაძე ხელმძღვანელობდა.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა თუ არა ქობულეთის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი თეონა გეგიძე ჩვენთვის უცნობია. ორი დღის განმავლობაში კომენტარის მიღება ვერ შევძელით. ასევე გაურკვეველი დარჩა, ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია მეუღლის შესაძლო დანაშაულებრივ განზრახვაზე, სანამ ის მოქალაქესთან ფინანსური გარიგებაში შევიდოდა. კითხვებზე პასუხი ვერ მოგვაწოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურმაც – მათ ვერ უზრუნველყვეს მერის პოზიციის მოწოდებაც.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, კახა ბოლქვაძემ საპატიმრო დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ უკვე დატოვა.

Post navigation

Previous: 93 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი
Next: ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 21, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 19, 2026
marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

აჭარა თაიმსი სექტემბერი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

სექტემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 21, 2026
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

სექტემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 21, 2026
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.