Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში თურქეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს – ერთს მძიმე დაზიანების, მეოთხეს ხულიგნობის ბრალდება წარედგინა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 18, 2025
policia_AJARATIMES.GE

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული მ.ო., 1998 წელს დაბადებული ა.ქ., 2002 წელს დაბადებული ფ.ა., 1996 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1992 წელს დაბადებული ბ.გ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მ.ო.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო ა.ქ., ფ.ა., ჰ.ქ. და ბ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე არიან დაკავებულნი.

გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც ბრალდებულმა მ.ო.-მ ცივი იარაღის გამოყენებით თურქეთის მოქალაქეებს – 2001 წელს დაბადებულ დ.ო.-ს და 1994 წელს დაბადებულ უ.ო.-ს – სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ პირს, შსს-ს განცხადებით, მათ აღნიშნულ რესტორანში უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორანში მყოფ პირებს და დააზიანეს რესტორნის ინვენტარი.

დანაშაულები, რომელთაც დაკავებულები ედებიან ბრალად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებითაა გათვალისწინებული, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: ირინე იმერლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა
Next: მერის მოადგილეების გათავისუფლება დასაბუთებული უნდა იყოს – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი

აჭარა თაიმსი სექტემბერი 2, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 29, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

სექტემბერი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 3, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

სექტემბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.