Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

აჭარელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

აჭარა თაიმსი აპრილი 14, 2025
_AJARATIMES.GE

ბრატისლავა 2025-ის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ჯამში ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის ორი — აჭარელმა სპორტსმენებმა.

რამაზ ზოიძემ, რომელიც სანაკრებო დონეზე სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს ატარებდა, უმაღლესი შედეგით გამოირჩა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 77 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზოიძემ ფინალურ შეხვედრაში სომხეთის წარმომადგენელ მალხას ამოიანთან იჭიდავა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დამარცხდა, რის შედეგადაც ვიცე-ჩემპიონობის ტიტულს დასჯერდა.

კიდევ ერთი წარმატება აჭარიდან — გელა ბოლქვაძემ, რომელმაც 82 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბოლქვაძემ სომეხი მოჭიდავე სამველ გრიგორიანი 3:1 დაამარცხა, რითაც კარიერაში კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო შეიმატა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ოთხი მედლით დაასრულა: ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

ტურნირი, სახელწოდებით „ბრატისლავა 2025“, 7-13 აპრილს სლოვაკეთში ჩატარდა. შეჯიბრება ათ წონით კატეგორიაში გაიმართა: 55, 60, 63, 67, 72, 77, 82, 87, 97 და 130 კგ.

ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

Post navigation

Previous: “კ/კ ბათუმმა “ორბთან” მატჩი 86 – 88 წააგო
Next: ჟურნალისტების პერფორმანსი სამმართველოსთან — პოლიციის უფროსს ტკივილგამაყუჩებლები მიუტანეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 22, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.