Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის ბულვარში ელექტროსკუტერებით გადაადგილება შესაძლოა დროებით დაუშვან

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
tvitdasaqmebulebi. mopedebi,skuterebi_AJARATIMES.GE

ბათუმის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს დადგენილების პროექტზე, რომელიც ბათუმის ბულვარში ელექტროტრანსპორტით გადაადგილების წესის დროებით შეცვლას ითვალისწინებს.

საუბარია 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილების ნაწილის მოქმედების შეჩერებაზე, რომელიც ბულვარში, პარკებსა და სკვერებში მოტოციკლებით, კვადროციკლებითა და ელექტრომობილებით გადაადგილებას არეგულირებს.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ბათუმის მერიას შესაბამისი წინადადებით „ბათუმის ბულვარმა“ მიმართა. უწყების ინფორმაციით, ბოლო წლებში განსაკუთრებულად გაიზარდა ე.წ. ელექტროთვითმგორავების, ორბორბლიანი და სამბორბლიანი ელექტროსკუტერების გამოყენება და მოთხოვნა.

პროექტის მიხედვით, 2027 წლის 1 იანვრამდე ბათუმის ბულვარში ველობილიკზე ორბორბლიანი ელექტრო თვითმგორავებით გადაადგილება უნდა დაიშვას. ასევე, ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის მონაკვეთამდე ველობილიკზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამბორბლიანი ელექტრო სკუტერებით გადაადგილება.

დოკუმენტის ავტორები განმარტავენ, რომ ცვლილების მიზანია დამსვენებლებისა და ტურისტებისთვის თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული პირობების შექმნა.

ბულვარის ტერიტორიაზე ელექტროსკუტერებითა და მსგავსი ტრანსპორტით მომუშავე თვითდასაქმებულებს საქმიანობა რამდენიმე თვის განმავლობაში აკრძალული ჰქონდათ. მათ ნაწილს ტრანსპორტიც ჩამოართვეს, რის გამოც თვითდასაქმებულები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

დაკავშირებული თემები ⇓

ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან თვითდასაქმებულებმა აქცია გამართეს – მოვაჭრეები პასუხს კვლავ ელოდებიან

 

Post navigation

Previous: აჭარის ღია ჩემპიონატი ველოსპორტში 2026
Next: გონიოში, მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე პლაჟების იჯარის საწყისი ფასი 45-55 ლარი იქნება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 1, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია

აჭარა თაიმსი სექტემბერი 1, 2026
eter machutadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 31, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 1, 2026
ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

სექტემბერი 1, 2026
ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა saxlis dazianeba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

სექტემბერი 1, 2026
ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია

სექტემბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 31, 2026
მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება

აგვისტო 31, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 1, 2026
ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

სექტემბერი 1, 2026
ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა saxlis dazianeba_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

სექტემბერი 1, 2026
ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია

სექტემბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 31, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.