Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

გონიოში, მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე პლაჟების იჯარის საწყისი ფასი 45-55 ლარი იქნება

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
kvariati_AJARATIMES.GE (1)

ბათუმის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე განიხილავს განკარგულების პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პლაჟის მონაკვეთების აუქციონის წესით სარგებლობაში გადაცემისთვის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრას ითვალისწინებს.

დოკუმენტის მიხედვით, ბათუმის მერიაში სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული პლაჟის მონაკვეთების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით განცხადებები შევიდა, რის გამოც საჭირო გახდა თითოეული მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრა.

პროექტი ეხება გონიო-კვარიათის, გონიოს, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის ტერიტორიებზე მდებარე მიწის ნაკვეთებს. ღირებულებები განსაზღვრულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე.

დოკუმენტის თანახმად, გონიო-კვარიათისა და გონიოს ტერიტორიაზე მდებარე პლაჟის რამდენიმე მონაკვეთის შემთხვევაში, 1 კვადრატული მეტრის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 46 ლარით განისაზღვრება.

მახინჯაურის ტერიტორიაზე მდებარე პლაჟების ნაწილზე საწყისი საფასური 45 ლარი იქნება, ხოლო მწვანე კონცხში მდებარე პლაჟის მონაკვეთის შემთხვევაში 55 ლარი 1 კვადრატულ მეტრზე.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის განხორციელება დამატებით ფინანსურ ხარჯებს არ საჭიროებს, თუმცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებით გავლენას მოახდენს, რადგან აუქციონში გამარჯვებული პირები სარგებლობის საფასურს ბათუმის ბიუჯეტში გადაიხდიან.

დაკავშირებული თემები ⇓

კვარიათში პლაჟი დააბეტონეს – სად მიდის სამანქანე გზა

სანაპირო ელიტის ხელში – როგორ შეცვალა ბათუმის საკრებულომ სამშენებლო წესები ბიზნესმენების სასარგებლოდ

ქობულეთის სანაპიროზე ფიჭვების გაჩეხვის გამო არავინ დაჯარიმებულა – უწყებებს მოკვლევაც არ დაუწყიათ

 

Post navigation

Previous: ბათუმის ბულვარში ელექტროსკუტერებით გადაადგილება შესაძლოა დროებით დაუშვან
Next: ბათუმში „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკების დადგმას გეგმავენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 18, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026
batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.