Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

პარლამენტმა ჰომოფობიური საკანონდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

აჭარა თაიმსი ივნისი 27, 2024
homofobia_AJARATIMES.GE

პარლამენტმა ჰომოფობიური საკანონდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით, 78 ხმით, არცერთის წინააღმდეგ მიიღო. კანონის პროექტს პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, საკანონმდებლო ორგანომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

„ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა. 17 მაისს სახალხო რეფერენდუმი მთლიანად საქართველოში ჩატარდა, საქართველოს მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით დაადასტურა ამ პაკეტის მხარდაჭერა, დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად.

დღეს პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და პირველი მოსმენით მივიღეთ ეს პაკეტი. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ კონსტიტუციური კანონის პროექტი. იცით, რომ კონსტიტუციური კანონის მიღებას, იმისთვის, რომ მყისიერად შევიდეს ძალაში, სჭირდება სამი მეოთხედი.

ოპოზიცია არ იმყოფება დარბაზში. ამიტომ ამ კენჭისყრას გადავდებ შემდეგი პერიოდისთვის, როდესაც ოპოზიცია იქნება დარბაზში და მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით. ასე რომ, ისინი ვერ გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას, რომ დააფიქსირონ თავისი პოზიცია.

საზოგადოების წინაშე ამ პასუხისმგებლობის დანახება და არჩევანის გაკეთება მოუწევთ სხდომათა დარბაზში. ასე რომ, ეს კენჭისყრა გადაიდება იმ დროისთვის, როდესაც ოპოზიციას ვიხილავთ დარბაზში, იმ დროს ჩატარდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კანონის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.

ინფორმაციისთვის: არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის.

Post navigation

Previous: საქართველოში რა დაავადებებით გარდაიცვალა ყველაზე მეტი ადამიანი 2023 წელს
Next: ქობულეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
_AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 21, 2026
gza,transporti_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.