Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ქობულეთში ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული პირის მეუღლე იჯარის კომისიის წევრი იყო

სულხან მესხიძე დეკემბერი 9, 2025
_AJARATIMES.GE

კახა ბოლქვაძე და თეონა გეგიძე

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში ქრთამის აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის განცხადებით, აღნიშნულმა საჯარო მოხელემ ქობულეთში, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩების მიმდებარედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე იჯარის გაფორმების სანაცვლოდ მოქალაქეს 3 000 ლარს სთხოვდა. გამოძიების ინფორმაციით, მან აღნიშნული თანხიდან ეტაპობრივად 2 000 ლარი უკვე მიიღო.

„აჭარა თაიმსმა“ გაარკვია, რომ ბრალდებული პირი არის კახა ბოლქვაძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ, ცოტნე ანანიძის სამაჟორიტარო ბიუროს ყოფილი თანამშრომელი.

კახა ბოლქვაძე, ცოტნე ანანიძესთან ერთად

ასევე, „აჭარა თაიმსმა“  გაარკვია ისიც, რომ იჯარაზე თანხმობის გამცემი კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო კახა ბოლქვაძის მეუღლე, თეონა გეგიძე, რომელიც ამავე დროს ქობულეთის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსია. მიზანშეწონილობის კომისიას კი ქობულეთის ყოფილი მერი, მირიან ქათამაძე ხელმძღვანელობდა.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა თუ არა ქობულეთის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი თეონა გეგიძე ჩვენთვის უცნობია. ორი დღის განმავლობაში კომენტარის მიღება ვერ შევძელით. ასევე გაურკვეველი დარჩა, ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია მეუღლის შესაძლო დანაშაულებრივ განზრახვაზე, სანამ ის მოქალაქესთან ფინანსური გარიგებაში შევიდოდა. კითხვებზე პასუხი ვერ მოგვაწოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურმაც – მათ ვერ უზრუნველყვეს მერის პოზიციის მოწოდებაც.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, კახა ბოლქვაძემ საპატიმრო დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ უკვე დატოვა.

Post navigation

Previous: 93 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი
Next: ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

saxlis dazianeba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით

აჭარა თაიმსი აგვისტო 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ cxovelta damcvelebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ

სექტემბერი 2, 2026
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს

სექტემბერი 2, 2026
ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

სექტემბერი 1, 2026
ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა saxlis dazianeba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

სექტემბერი 1, 2026
ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია

სექტემბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 1, 2026
ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ cxovelta damcvelebi_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება – ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ

სექტემბერი 2, 2026
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს irakli garibashvili_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს

სექტემბერი 2, 2026
ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

სექტემბერი 1, 2026
ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა saxlis dazianeba_AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

სექტემბერი 1, 2026
ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია

სექტემბერი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.