Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია

აჭარა თაიმსი მაისი 17, 2026
lgbt_AJARATIMES.GE

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ საქართველო 2026 წლის 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების უგულებელყოფის, დისკრიმინაციული კანონმდებლობისა და ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის წახალისების ფონზე ხვდება.

ორგანიზაციის შეფასებით, ლგბტქი თემი განსაკუთრებით 2024 წლიდან გახდა სახელისუფლებო პროპაგანდის სამიზნე. საიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თემის წარმომადგენლებს მანამდეც სისტემური უთანასწორობისა და დისკრიმინაციის პირობებში უწევდათ ცხოვრება, ხელისუფლებამ 2024 წლიდან პროაქტიულად დაიწყო „მტრის ხატის“ შექმნა დისკრიმინაციული კანონპროექტებისა და სიძულვილის შემცველი რიტორიკის გამოყენებით.

საია ყურადღებას ამახვილებს 2024 წლის სექტემბერში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე და აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებები ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას, კრძალავს ტრანსსპეციფიკურ ჯანდაცვას და ზღუდავს პირადი და ოჯახური ცხოვრების თავისუფლებას. ორგანიზაციის შეფასებით, ეს კანონები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რის გამოც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მათი გაუქმებისკენ მოუწოდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება აღნიშნულ კანონმდებლობას ოჯახებისა და ბავშვების დაცვის მოტივით ხსნის, თუმცა რეალურად, საიას შეფასებით, ეს პოლიტიკა ბავშვებს ბულინგისა და ძალადობის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის. ორგანიზაცია ამ კონტექსტში გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის 2024 წლის შეფასებებსაც იხსენებს, სადაც საქართველოს ჰომოფობიური და ტრანსფობიური საკანონმდებლო ინიციატივების შეჩერებისკენ მოუწოდეს.

საიას განცხადებით, ანტიგენდერული რიტორიკა უარყოფითად აისახება ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზეც და ხელს უწყობს ისეთი სოციალური გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც გენდერული უთანასწორობა და ძალადობა უფრო მეტად მყარდება.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ლგბტქი თემზე გაძლიერებული თავდასხმა საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერებისა და სხვა რეპრესიული კანონების მიღების პარალელურად მიმდინარეობს. საიას შეფასებით, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გაძლიერება ხელისუფლებისთვის კრიტიკისგან ყურადღების გადატანის საშუალებად გამოიყენება და საბოლოოდ, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს აზიანებს.

Post navigation

Previous: ბათუმში კომერციული ობიექტების მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ გავლენიან პირებს ზეწოლაში, მუქარასა და საკუთრების იძულებით დათმობის მცდელობაში ადანაშაულებენ
Next: „დინამო ბათუმმა“ მე-13 ტურში გამარჯვება იზეიმა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 2, 2026
shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 1, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საქართველოს ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საქართველოს ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 3, 2026
„რკ ბათუმი“ ექვსმა მორაგბემ დატოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„რკ ბათუმი“ ექვსმა მორაგბემ დატოვა

ივლისი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 2, 2026
„არ დავთმობთ ამ ტერიტორიებს“ – „ოცნების ქალაქში“ სახლების დემონტაჟი პროტესტის ფონზე დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„არ დავთმობთ ამ ტერიტორიებს“ – „ოცნების ქალაქში“ სახლების დემონტაჟი პროტესტის ფონზე დაიწყო

ივლისი 2, 2026
აჭარაში ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე აბიტურიენტების უმეტესობა გამოცხადდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე აბიტურიენტების უმეტესობა გამოცხადდა

ივლისი 2, 2026
აჭარაში ორგანიზებული ჯგუფის მიერ 428 ათას დოლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ორგანიზებული ჯგუფის მიერ 428 ათას დოლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ივლისი 2, 2026
საქართველოს ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

საქართველოს ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 3, 2026
„რკ ბათუმი“ ექვსმა მორაგბემ დატოვა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„რკ ბათუმი“ ექვსმა მორაგბემ დატოვა

ივლისი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 2, 2026
„არ დავთმობთ ამ ტერიტორიებს“ – „ოცნების ქალაქში“ სახლების დემონტაჟი პროტესტის ფონზე დაიწყო _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

„არ დავთმობთ ამ ტერიტორიებს“ – „ოცნების ქალაქში“ სახლების დემონტაჟი პროტესტის ფონზე დაიწყო

ივლისი 2, 2026
აჭარაში ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე აბიტურიენტების უმეტესობა გამოცხადდა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

აჭარაში ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე აბიტურიენტების უმეტესობა გამოცხადდა

ივლისი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.