Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის ბულვარში ელექტროსკუტერებით გადაადგილება შესაძლოა დროებით დაუშვან

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
tvitdasaqmebulebi. mopedebi,skuterebi_AJARATIMES.GE

ბათუმის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს დადგენილების პროექტზე, რომელიც ბათუმის ბულვარში ელექტროტრანსპორტით გადაადგილების წესის დროებით შეცვლას ითვალისწინებს.

საუბარია 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილების ნაწილის მოქმედების შეჩერებაზე, რომელიც ბულვარში, პარკებსა და სკვერებში მოტოციკლებით, კვადროციკლებითა და ელექტრომობილებით გადაადგილებას არეგულირებს.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ბათუმის მერიას შესაბამისი წინადადებით „ბათუმის ბულვარმა“ მიმართა. უწყების ინფორმაციით, ბოლო წლებში განსაკუთრებულად გაიზარდა ე.წ. ელექტროთვითმგორავების, ორბორბლიანი და სამბორბლიანი ელექტროსკუტერების გამოყენება და მოთხოვნა.

პროექტის მიხედვით, 2027 წლის 1 იანვრამდე ბათუმის ბულვარში ველობილიკზე ორბორბლიანი ელექტრო თვითმგორავებით გადაადგილება უნდა დაიშვას. ასევე, ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის მონაკვეთამდე ველობილიკზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამბორბლიანი ელექტრო სკუტერებით გადაადგილება.

დოკუმენტის ავტორები განმარტავენ, რომ ცვლილების მიზანია დამსვენებლებისა და ტურისტებისთვის თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული პირობების შექმნა.

ბულვარის ტერიტორიაზე ელექტროსკუტერებითა და მსგავსი ტრანსპორტით მომუშავე თვითდასაქმებულებს საქმიანობა რამდენიმე თვის განმავლობაში აკრძალული ჰქონდათ. მათ ნაწილს ტრანსპორტიც ჩამოართვეს, რის გამოც თვითდასაქმებულები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

დაკავშირებული თემები ⇓

ელექტრო სკუტერებისა და მოპედების მფლობელების პროტესტი და მოთხოვნა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან თვითდასაქმებულებმა აქცია გამართეს – მოვაჭრეები პასუხს კვლავ ელოდებიან

 

Post navigation

Previous: აჭარის ღია ჩემპიონატი ველოსპორტში 2026
Next: გონიოში, მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე პლაჟების იჯარის საწყისი ფასი 45-55 ლარი იქნება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 18, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026
batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.