Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის ნავთობტერმინალმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა

აჭარა თაიმსი ივლისი 20, 2026
batumis porti_AJARATIMES.GE

ბათუმის ნავთობტერმინალმა რვაწლიანი შესვენების შემდეგ საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა. ამის შესახებ ტერმინალის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, 2026 წლის ივლისიდან ტერმინალი ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ წარმოებული JET A1 მარკის საავიაციო ნავთის დამუშავებას ახორციელებს, რითაც გადასატვირთი ტვირთების ჩამონათვალი გაფართოვდა.

ბათუმის ნავთობტერმინალში საავიაციო ნავთის პირველი პარტია, 10 ათასი ტონა შავი ზღვის გავლით საზღვაო ტრანსპორტით შევიდა. ამჟამად ტვირთი ტერმინალში ინახება და ელოდება სარკინიგზო ვაგონ-ცისტერნებით ყაზახეთის მიმართულებით გაგზავნას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმის ნავთობტერმინალი ევროპიდან ყაზახეთში საავიაციო საწვავის მიწოდების ერთ-ერთ საკვანძო ლოგისტიკურ პუნქტად იქცა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ე.წ. შუა დერეფნის ფარგლებში.

ტერმინალის განმარტებით, JET A1 სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებული ერთ-ერთი ძირითადი საავიაციო საწვავია, ხოლო მისი გადატვირთვის განახლება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას, საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვების გაძლიერებასა და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.

ბათუმის ნავთობტერმინალი ნედლი ნავთობის, მაზუთის, დიზელის, საავტომობილო ბენზინის, სხვადასხვა მარკის ნავთის, გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირებისა და სხვა თხევადი ნავთობპროდუქტების გადატვირთვასაც უზრუნველყოფს.

ტერმინალის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში ბათუმის ნავთობტერმინალში გადატვირთული თხევადი ნავთობტვირთების მოცულობამ დაახლოებით 725 ათასი ტონა შეადგინა.

 

Post navigation

Previous: ოზონის შრის დაცვა იწყება შენი მაცივრით
Next: ბათუმში, „ხოფის“ ბაზრობაზე დაკავებულთა მშობლებს რამდენიმე პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 25, 2026
gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE 1
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.