Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • შუახევი

შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად ავედით – კითხვები პასუხების გარეშე

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2026
shuaxevis avtobusi_AJARATIMES.GE

დილის 07:30 საათია. ბათუმში, აღმაშენებლის წრიულთან მდებარე გაჩერებაზე, შუახევისკენ მიმავალ მუნიციპალურ ტრანსპორტში ავდივართ. თავისუფალი ადგილი არ არის, ყველა სავარძელი დაკავებულია და ჩვენი იმედი, რომ შუახევამდე კომფორტულად ვიმგზავრებთ, საფუძველშივე კვდება.

მახოს ხიდამდე ავტობუსი ყველა გაჩერებაზე ჩერდება და მგზავრებს იმატებს. მძღოლი კარების დახურვას ძლივს ახერხებს, რადგან ავტობუსში იმაზე მეტი ადამიანია, ვიდრე ტრანსპორტი იტევს.

„ნუღარ აჩერებ“, – წამოიძახებს რამდენიმე მგზავრი, თუმცა მძღოლი მათ რეპლიკებს უპასუხოდ ტოვებს.

ავტობუსში ჰაერი აღარ გვყოფნის.

„ფანჯარა მაინც გააღეთ“, – ითხოვს ერთ-ერთი მგზავრი.

„ნეტა ვინ სად ჩამოდის“, – კითხულობს ცნობისმოყვარე მგზავრი და იმედოვნებს, რომ ვიღაცის ჩასვლის შემდეგ ფეხზე მდგომებს მაინც მიეცემათ საშუალება, თავისუფლად ისუნთქონ.

„ნეტა ეს ინტერნეტის კაბელი რატომ გაყავთ, სოფელში მაინც არავინაა, რას თხრიან გზას, ერთი ვიცოდე“, – ამბობს ხანშიშესული კაცი, რომელიც ფანჯრიდან კაბელების მონტაჟის პროცესს აკვირდება.

მძღოლი მახუნცეთში აჩერებს. ავტობუსი მგზავრებისგან თითქმის იცლება. დარჩენილებს გვიხარია, რომ სივრცე გათავისუფლდა, თუმცა მალე ვხვდებით, რომ გაჩერება თამბაქოს მწეველთა შესვენებისთვისაა განკუთვნილი. მახუნცეთში ხუთ წუთამდე ვჩერდებით, რის შემდეგაც მცირე ზომის ავტობუსი კვლავ მგზავრებით „იჭედება“.

შემდეგი გაჩერება ქედაა. აქაც ავტობუსის მგზავრთა ნახევარი ჩადის, თუმცა მალევე ისევ ბრუნდება, ამჯერად მძღოლს პურის საყიდლად გაუჩერებია.

„უფ, უფ, რა სუნი ამოვიდა, მომინდა ახლა კარაქიანი პური“, – ჩაილაპარაკა რამდენიმე მგზავრმა და გზაც გავაგრძელეთ.

„ხომ შეიძლება ერთი ავტობუსი დაამატონ კიდევ, თავისთვის კარგად იზრდიან ხელფასებს, ჩვენთვის არაფერი ემეტებათ“, – ეუბნება ერთი მგზავრი მეორეს.

„ახალგაზრდებო, ადექით, გეყოთ ჯდომა, იქნებ ამ ქალბატონს დაუთმოთ გზა“, – მიმართავს კაცი ბიჭებს. ისინი უხმოდ დგებიან და ადგილებს ათავისუფლებენ.

ავტობუსი შუახევში, „ქართული ოცნების“ ოფისის წინ ჩერდება.

როგორც იქნა, შუახევის ცენტრში ავდივართ. მგზავრები ავტობუსის უკანა ნაწილიდან წინ გადაინაცვლებენ, რათა მძღოლს მგზავრობის საფასური, 4 ლარი – გადაუხადონ. ავტობუსში მგზავრობის საფასურის ელექტრონულად გადახდის შესაძლებლობაც არის.

შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად და მათი პრობლემების მოსასმენად ავედით.

მერიისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორია მოვიარეთ. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა გაიგეს, რომ მედიას წარმოვადგენდით, თითქმის არავინ გამოგველაპარაკა. ყველა მათგანმა ჩაწერაზე უარი გვითხრა. ჩვენს კითხვებს დუმილით პასუხობდნენ, არც თანხმობას გამოხატავდნენ და არც უარს ამბობდნენ.

„ბედნიერი ვართ, არაფერი გვაკლია“, – მხოლოდ ორმა ადამიანმა სცადა მოკლე რეპლიკით საუბრისთვის თავის არიდება.

ასე უშედეგოდ დასრულდა ჩვენი მცდელობები, გაგვეგო, რა პრობლემები და საჭიროებები აქვთ შუახევში მცხოვრებლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ დაბა შუახევის ცენტრში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. გზები ასფალტირებულია, ტროტუარები, კეთილმოწყობილი და განიერი. მოწესრიგებული ჩანდა სკვერებიც.

ბათუმში მიკროავტობუსით დავბრუნდით, რადგან დღის ბოლოს სადგურში სხვა ტრანსპორტი აღარ ჩანდა. ამასთან, ადგილზე არ იყო განთავსებული საინფორმაციო აბრა, რომელზეც მგზავრები ტრანსპორტის მოძრაობის განრიგის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

ცნობისთვის, მოსახლეობის აღწერის  შედეგების მიხედვით, ბოლო 10 წელში შუახევის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა 26.2%-ით შემცირდა. 

შუახევის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა 10 წელიწადში 26.2%-ით შემცირდა

დაკავშირებული თემები ⇓

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

შუახევის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის შესრულებას 3 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა – აუდიტი

შუახევი, როგორც ყველაზე ცუდად მომუშავე მუნიციპალიტეტი – კვლევა

შუახევის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების დახმარების ბრალდებით დააკავეს

შუახევის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების დახმარების ბრალდებით დააკავეს

შუახევის უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

Post navigation

Previous: სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი
Next: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026
shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

აჭარა თაიმსი ივლისი 25, 2026
shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ შუახევში მათი გუნდის წევრებისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადეს

აჭარა თაიმსი ივლისი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

ოქტომბერი 27, 2026
შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად ავედით – კითხვები პასუხების გარეშე shuaxevis avtobusi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად ავედით – კითხვები პასუხების გარეშე

ოქტომბერი 27, 2026
სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი saqartvelo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი matarebeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება saqartvelos fosta_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება

ოქტომბერი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 27, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

ოქტომბერი 27, 2026
შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად ავედით – კითხვები პასუხების გარეშე shuaxevis avtobusi_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად ავედით – კითხვები პასუხების გარეშე

ოქტომბერი 27, 2026
სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი saqartvelo_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი matarebeli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება saqartvelos fosta_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება

ოქტომბერი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.