Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-ads.png
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

თემურ ქათამაძის გაძევების პროცედურები დაიწყო – უფლებადამცველები პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ

admin Posted on 1 კვირის ago
temur katamadze_AJARATIMES.GE

საიას ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტმა თემურ ქათამაძის (გაფფარ ილმაზის) გაძევების პროცედურები დაიწყო. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მეორე დღესვე.

სასამართლომ თემურ ქათამაძეს უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, რაც ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი იყო მისთვის საქართველოში დარჩენისთვის. გადაწყვეტილება გასცა იმავე მოსამართლემ, რომელმაც წარსულშიც არ დააკმაყოფილა ქათამაძის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობაზე. სწორედ ამიტომ, ქათამაძემ მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამასთან, უარი ითქვა საქმის მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვაზეც.

ქათამაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ მან უკვე მიმართა სასამართლოს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. მათი თქმით, სანამ სასამართლო კანონიერებას არ შეაფასებს, გაძევების პროცედურები უნდა შეჩერდეს. ქათამაძეს ამ დროისთვის ასევე აქვს მიმდინარე დავა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, რომელზეც სასამართლოს განხილვა ჯერ არ დაუწყია.

უფლებადამცველები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ. თემურ ქათამაძე 2012 წლიდან ცხოვრობს საქართველოში და ბოლო პერიოდში აქტიურად გამოხატავდა პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მისი დაკავება 2025 წლის იანვარში ორჯერ მოხდა – 11 და 16 იანვარს – ადმინისტრაციული წესით. ქათამაძის მტკიცებით, 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოში სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა განახორციელეს. მისი თქმით, პროცესში მონაწილეობდა ბათუმის პოლიციის უფროსიც. აღნიშნულ ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიებაა დაწყებული.

გაძევების დაწყების ტემპი და გადაწყვეტილებათა მიმდევრობა, უფლებადამცველთა შეფასებით, აჩენს ეჭვს, რომ საქმე წარმოადგენს მიზანმიმართულ პოლიტიკურ დევნას, სადაც სამართლებრივი მექანიზმები აქტივისტის ან კრიტიკული ხმის გასაჩუმებლად გამოიყენება. გადაწყვეტილებას ფართო საზოგადოებრივი და სამართლებრივი გამოხმაურება მოჰყვა.

მედროშე ბაბუ – ბათუმის აქციების სიმბოლო

თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და ბმულის მითითება. გთხოვთ, მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება!

Continue Reading

Previous: ბათუმში ელექტრომობილების დამტენი სადგურებისთვის 43 მიწის ნაკვეთი აუქციონზე გადის – საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 16,000 ლარია
Next: საქართველოდან აპრილში უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გაძევეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

specrazmi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული სახელმწიფო – ანგარიშის მტკიცებით, საქართველოში დემოკრატია კრიზისშია

admin Posted on 4 საათის ago
ertpartiuli parlamenti_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა პარტიების აკრძალვის კანონპროექტს საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირეს

admin Posted on 1 დღის ago
temur katamadze, medroshe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

შეჩერდა თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევების პროცესი – სასამართლომ საიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა

admin Posted on 1 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული სახელმწიფო – ანგარიშის მტკიცებით, საქართველოში დემოკრატია კრიზისშია specrazmi_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული სახელმწიფო – ანგარიშის მტკიცებით, საქართველოში დემოკრატია კრიზისშია

Posted on 4 საათის ago
ფ/კ ბათუმის კაცთა გუნდმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა _AJARATIMES.GE

ფ/კ ბათუმის კაცთა გუნდმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა

Posted on 6 საათის ago
ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა _AJARATIMES.GE

ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა

Posted on 9 საათის ago
გიორგი მურვანიძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა _AJARATIMES.GE

გიორგი მურვანიძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

Posted on 9 საათის ago
ლელა სურმანიძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა _AJARATIMES.GE

ლელა სურმანიძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

Posted on 1 დღის ago
ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა პარტიების აკრძალვის კანონპროექტს საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირეს ertpartiuli parlamenti_AJARATIMES.GE

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა პარტიების აკრძალვის კანონპროექტს საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირეს

Posted on 1 დღის ago
„ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული სახელმწიფო – ანგარიშის მტკიცებით, საქართველოში დემოკრატია კრიზისშია specrazmi_AJARATIMES.GE 1

„ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული სახელმწიფო – ანგარიშის მტკიცებით, საქართველოში დემოკრატია კრიზისშია

Posted on 4 საათის ago
ფ/კ ბათუმის კაცთა გუნდმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა _AJARATIMES.GE 2

ფ/კ ბათუმის კაცთა გუნდმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა

Posted on 6 საათის ago
ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა _AJARATIMES.GE 3

ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა

Posted on 9 საათის ago
გიორგი მურვანიძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა _AJARATIMES.GE 4

გიორგი მურვანიძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

Posted on 9 საათის ago
ლელა სურმანიძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა _AJARATIMES.GE 5

ლელა სურმანიძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

Posted on 1 დღის ago

სიახლეების კალენდარი

მაისი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.