Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

საიამ სტრასბურგში მზია ამაღლობელის საქმეზე მესამე საჩივარი გააგზავნა

აჭარა თაიმსი მარტი 9, 2026
mzia amaglobeli_AJARATIMES.GE

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია-მ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი წარადგინა, რომელიც 2025 წლის 12 იანვარს მისი დაკავებისას განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას ეხება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო უკვე განიხილავს ამაღლობელის ორ საქმეს. პირველი საქმე უკავშირდება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ხოლო მეორე – ადმინისტრაციულ დაკავებასა და მასთან დაკავშირებულ შესაძლო დარღვევებს.

საიას ცნობით, 2025 წლის 12 იანვარს, ღამის საათებში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან ამაღლობელი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ორგანიზაციის განცხადებით, დეპარტამენტის ეზოში მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ირაკლი დგებუაძე, რომელიც, მათი ინფორმაციით, ფიზიკური ძალადობის გამოყენებასაც ცდილობდა, თუმცა თანამშრომლებმა შეაკავეს.

საიას ინფორმაციით, არასათანადო მოპყრობა პოლიციის შენობაშიც გაგრძელდა. ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მისცეს ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, ჩხრეკა ადვოკატის გარეშე ჩაუტარდა, ხოლო ხელბორკილები ზურგს უკან დაადეს.

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრით საია ამტკიცებს, რომ ამაღლობელის შემთხვევაში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე ფუნდამენტური უფლება, მათ შორის: წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება.

ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფომ ასევე ვერ უზრუნველყო შესაძლო არასათანადო მოპყრობის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება. მათივე თქმით, გამოძიებამ არ შეისწავლა ყველა ვიდეოჩანაწერი, არ გამოიკითხა ყველა შესაძლო მოწმე და ამაღლობელი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი.

საია აცხადებს, რომ ამაღლობელის უფლებების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს და საქმის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გაგზავნა

მზია ამაღლობელის სიტყვა ევროპარლამენტში

მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა — სასამართლომ ბრალი გადაუკვალიფიცირა

ევროპარლამენტმა მოითხოვა მზია ამაღლობელისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – მწვავე რეზოლუცია საქართველოს შესახებ

Post navigation

Previous: ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს
Next: ბათუმში პოლიციელმა მაღაზია დააყაჩაღა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026
sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.