Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

მერაბ ხალვაშმა და მარინა გიორგაძემ თანამდებობები დატოვეს, ტიტე აროშიძე ერთთვიან შვებულებაშია

სულხან მესხიძე მარტი 9, 2026
tite aroshidze, merab xalvashi, merine girogadze_AJARATIMES.GE

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ტიტე აროშიძე ერთთვიან შვებულებაში გავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან „აჭარა თაიმსთან“ საუბარში დაადასტურა. აროშიძის თქმით, ის კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში იმყოფება და აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს.

„კანონის თანახმად, შვებულებაში ვარ, დასვენება მინდა. სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? როგორც წესი, თქვენ წინასწარ იცით ყველაფერი, რამე გაიგეთ ჩემზე? მითხარით… არ დამიმალოთ… არსად ვაპირებ წასვლას,“ – განაცხადა ტიტე აროშიძემ „აჭარა თაიმსთან“.

ცნობისთვის: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სამთავრობო კანდიდატი, ტიტე აროშიძე რექტორად 2025 წლის, 21 იანვარს აირჩია. მას მხარი დაუჭირა აკადემიური საბჭოს წევრმა პაატა აროშიძემ, რომელიც მისი ძმაა. მაშინ, საბჭოს სხდომაზე კანდიდატების მიმართ საგნობრივი შეკითხვები ან შენიშვნები პრაქტიკულად არ გაჟღერებულა. კანდიდატების სამოქმედო გეგმების მოსმენის შემდეგ კი აკადემიური საბჭოს წევრებმა ტაში მხოლოდ ტიტე აროშიძეს დაუკრეს. მანამდე ტიტე აროშიძე „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

  • 10 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი | ბსუ-ის რექტორად ტიტე აროშიძე აირჩიეს
  • ძმა ძმისთვის: ინტერესთა კონფლიქტი ბსუ-ის რექტორის არჩევნებში

ინფორმაციისთვის: საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანამდებობის პირები ხშირად ერთთვიან შვებულებაში მაშინ გადიან, როდესაც ისინი დაკავებული პოზიციის დატოვებას აპირებენ ან იმ დროს, როცა მას გათავისუფლებას უპირებენ.

„აჭარა თაიმსისთვის“ ასევე, ცნობილი ხდება, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, მერაბ ხალვაშმა თანამდებობა დატოვა. ხალვაში აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო. 

გარემოება: გადაწყვეტილებამდე მერაბ ხალვაში ერთთვიან შვებულებაში იმყოფებოდა, რომლის ამოწურვის შემდეგაც თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ მანამდე მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორი იყო. მაშინ, ხალვაშის უნივერსიტეტში დარჩენისთვის ტიტე აროშიძემ დებულებაში ცვლილება შეიტანა, რის შედეგადაც მოადგილის მესამე შტატი შეიქმნა.

  • ტიტე აროშიძემ მერაბ ხალვაში მოადგილედ დაინიშნა
  • მერაბ ხალვაში სტუდენტებისა და ლექტორების წინააღმდეგ
  • ბსუ-ს რექტორი “ქართული ოცნების” სამსახურში ⇓

საკადრო ცვლილებების ფარგლებში, თანამდებობა დატოვა მარინა გიორგაძემაც, ბსუ-ის სტრატეგიული განვითარებისა და საერთოშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, რეოგანიზაციისა და დეპარტამენტის ორ ნაწილად გაყოფის წინააღმდეგი იყო. პროფესორთან დაკავშირება ვერ შევძელით, ის საქართველოში არ იმყოფება.

აქვე დაგაინტერესებთ: ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებმა“ ბსუ-ის რექტორის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი წარადგინა. ISFED-ის ინფორმაციით, ორგანიზაციამ შეისწავლა რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული მასალები და გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები.

  • ბსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგებს ასაჩივრებენ

 

Post navigation

Previous: ბათუმში აგროქიმიური საშუალებების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, მანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა

აჭარა თაიმსი აპრილი 28, 2026
zurab pataradze_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აჭარა თაიმსი აპრილი 28, 2026
diushenis sinqromi,aqcia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„მიეცით წამალი ბავშვებს“ – ბათუმში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების სოლიდარობის აქცია გაიმართა

სულხან მესხიძე აპრილი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ

აპრილი 28, 2026
ავარია ბათუმში, მანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, მანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა

აპრილი 28, 2026
სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია – შიო მუჯირი ლიდერობს 20 ხმით _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია – შიო მუჯირი ლიდერობს 20 ხმით

აპრილი 28, 2026
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს zurab pataradze_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აპრილი 28, 2026
29 აპრილს აჭარაში გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

29 აპრილს აჭარაში გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდება

აპრილი 28, 2026
ს/კ „ბათუმის“ კალათბურთელი სეზონის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ს/კ „ბათუმის“ კალათბურთელი სეზონის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

აპრილი 28, 2026
ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ sabavshvo bagi_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ

აპრილი 28, 2026
ავარია ბათუმში, მანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, მანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა

აპრილი 28, 2026
სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია – შიო მუჯირი ლიდერობს 20 ხმით _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია – შიო მუჯირი ლიდერობს 20 ხმით

აპრილი 28, 2026
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს zurab pataradze_AJARATIMES.GE (1) 4
  • ბათუმი

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აპრილი 28, 2026
29 აპრილს აჭარაში გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

29 აპრილს აჭარაში გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდება

აპრილი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.