Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებლები მომიჯნავე მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

სულხან მესხიძე მაისი 16, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებლები მომიჯნავედ მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. მათი განცხადებით, №129-ში არსებული შენობის დემონტაჟისა და ახალი კორპუსის საძირკვლის მოსამზადებელი სამუშაოების დროს წარმოქმნილმა ვიბრაციამ საცხოვრებელი ბინის კედლები დააზიანა.

ადგილობრივების თქმით, ბოლო დღეებში კედლებზე არსებული ბზარები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მათ უსაფრთხოების მხრივ სერიოზულ საფრთხედ მიაჩნიათ. მოსახლეობა ამბობს, რომ მძიმე ტექნიკის მუშაობისას ვიბრაცია მკაფიოდ იგრძნობა, რის გამოც შიშობენ, რომ დაზიანებები კიდევ უფრო გაღრმავდება.

მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მოქალაქეებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა გარკვეული დროით მშენებლობის ტერიტორიაზე შესასვლელიც ჩაკეტეს. მათი განცხადებით, დახმარებისა და რეაგირების მოთხოვნით ბათუმის მერიასა და მუნიციპალურ ინსპექციას უკვე მიმართეს, თუმცა, როგორც ამბობენ, შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

ადგილობრივების ინფორმაციით, მუნიციპალურ ინსპექციაში განუმარტეს, რომ მშენებელ კომპანიას სანებართვო დოკუმენტაცია წესრიგში აქვს და ამ ეტაპზე მშენებლობის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოსახლეობამ უკვე დაიწყო ექსპერტიზის ჩატარების პროცესი, რათა დადგინდეს, უკავშირდება თუ არა კედლებზე გაჩენილი ბზარები მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს. პარალელურად, ისინი სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავენ და მშენებლობის შეჩერებას სამართლებრივი გზით მოითხოვენ.

მშენებლობის ღირებულება თებერვალში შემცირდა, წლიურად კი ზრდა შენარჩუნდა – საქსტატი

დაპირებები არ სრულდება, მაგრამ მოქალაქეებს მაინც აქვთ „ქართული ოცნების“ იმედი – პროტესტი დაუსრულებელი მშენებლობის გამო

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლები ცათამბჯენის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან – შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ

მრავალსართულიანში მცხოვრებლები მომიჯნავედ კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და მეზობლებს უპირისპირდებიან

 

Post navigation

Previous: ქობულეთში მანქანა დაიწვა
Next: ხულოში, ხრამში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 6, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სახელმწიფო ანსამბლის შენობის კედლები დაბზარულია – „ლელო“ შენობის მდგრადობის შესწავლას ითხოვს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება frenburti_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება

ოქტომბერი 9, 2026
ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.