Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ქობულეთში – მოსახლეობა თავშესაფარსა და 24-საათიან ვეტკლინიკას ითხოვს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 11, 2026
miusafari cxovelebi_AJARATIMES.GE

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქუჩებში მიუსაფარი და სხვადასხვა ტრავმის შედეგად დაზარალებული ცხოველების ნახვა ხშირად არის შესაძლებელი. ადგილობრივები და დამსვენებლები იმ აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობაზე საუბრობენ, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს სჭირდებათ და ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში არ არსებობს.

ადგილობრივები და დამსვენებლები განსაკუთრებით მუნიციპალური თავშესაფრის არარსებობაზე საუბრობენ. მათი შეფასებით, პრობლემის მოგვარება ქობულეთის ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაა და ამ საკითხზე მუნიციპალიტეტის მხრიდან გაცემულ დაპირებებსაც იხსენებენ.

„როგორც ძაღლის მფლობელი, გეტყვით, რომ სასურველია თავშესაფრის არსებობა, რადგან ბევრი ძაღლი, რომელიც დღეს ქობულეთშია, ძირითადად ქუჩებსა და ზღვის სანაპიროზეა თავმოყრილი და არ არის რეგისტრირებული. როდესაც ძაღლი რეგისტრირებულია და შესაბამისი იდენტიფიკაცია აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის ცოფზეა აცრილი, ჩატარებული აქვს კომპლექსური ვაქცინაცია და სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკიც ნაკლებია. რაც შეეხება არარეგისტრირებულ ძაღლებს, საჭიროა მათი კონტროლი, რადგან ისინი ქუჩაში, პატრონის გარეშე იმყოფებიან.

ასეთი ძაღლები სათანადოდ ვერ იკვებებიან და ძირითადად კვების ობიექტებთან არიან თავმოყრილი, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის დამსვენებლებისთვისაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მუნიციპალიტეტმა ჩვენი თხოვნა უნდა გაითვალისწინოს. ადგილობრივებსა და დამსვენებლებს რომ ჰკითხოთ, ორივე ჯგუფი ხედავს მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრის არსებობის საჭიროებას. თუმცა ეს უნდა იყოს ისეთი თავშესაფარი, სადაც ცხოველებისთვის შესაბამისი და კარგი პირობები იქნება შექმნილი.

რაც შეეხება ცხოველების მხრიდან ადამიანების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას, ხშირ შემთხვევაში ადამიანები თავადაც არასწორად ვიქცევით ცხოველებთან მიმართებით. ადამიანს ცხოველზე მეტი ინტელექტი აქვს და, შესაბამისად, თავად უნდა მოვერიდოთ აგრესიულ ცხოველებს. ფეხის მოქნევა, ქვით ან ხელჯოხით მოგერიება არასწორია. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ცხოველების მიმართ ლოიალურები ვიყოთ“, – ამბობს „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას ნატო ნოღაიდელი, ადგილობრივი.

პრობლემად რჩება ცხოველებისთვის პირველადი, გადაუდებელი დახმარების 24-საათიანი ვეტერინარული სერვისის არარსებობაც. განსაკუთრებით მწვავედ ეს საკითხი ტურისტულ სეზონზე დგას. ხშირად, საღამოს 6 საათის შემდეგ, ტრავმირებული ცხოველისთვის პირველადი დახმარების გაწევა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან კერძო ვეტერინარული კლინიკების ნაწილი ღამის საათებში არ მუშაობს. შედეგად, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცხოველები შესაბამისი სერვისის არარსებობის გამო შესაძლოა დაიღუპონ.

ვეტერინარის შეფასებით, პრობლემის ერთ-ერთი გამოსავალი მუნიციპალიტეტის მიერ რომელიმე კლინიკასთან ხელშეკრულების გაფორმება იქნება, რათა საჭიროების შემთხვევაში ცხოველებისთვის პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა დროულად იყოს შესაძლებელი.

ვეტერინარების თქმით, ძაღლებს ხშირად მანქანები ეჯახებიან, ზოგ შემთხვევაში კი ცხოველებს ადამიანები განზრახ აყენებენ დაზიანებებს. ასეთ დროს ცხოველის გადასარჩენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირველადი დახმარების დროულად გაწევას.

„მე, როგორც ვეტერინარი, ვთვლი, რომ სადღეღამისო ვეტერინარული კლინიკის არსებობა აუცილებელია არა მხოლოდ ქობულეთისთვის, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც. 24-საათიანი კლინიკა ბათუმში არსებობს, თუმცა ისიც სეზონურად მუშაობს. სეზონი მთავრდება თუ არა, კლინიკა საღამოს 6-7 საათზე იკეტება. სხვა დროს, თუ ცხოველი დაზიანდა, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, პირველადი დახმარების გაწევა საღამოს საათებში ვერ ხერხდება.

ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაურეკავთ და უთხოვიათ, ტრავმირებული ძაღლი კლინიკაში მიგვეყვანა, თუმცა, სამწუხაროდ, საღამოს საათებში, რადგან კლინიკა არ მუშაობს, ცხოველს ვერ ვემსახურებით. სისხლდენის დროს აუცილებელია მისი სწრაფად შეჩერება. თუ ეს ვერ მოხერხდა, შესაძლოა ძაღლმა დილამდე ვეღარ მიაღწიოს. ღია ჭრილობისა და სისხლდენის დროს პირველადი დახმარების დროულად გაწევა აუცილებელია.

გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველა რეგიონში უნდა არსებობდეს ერთი სადღეღამისო ვეტერინარული კლინიკა, რომელიც იმუშავებს და პირველადი დახმარებას გაუწევს ტრავმირებულ ცხოველებს. ამ სერვისის არსებობაზე მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს. მაგალითად, ტურისტული სეზონის განმავლობაში მინიმუმ სამ დღეში ერთხელ, ზოგჯერ კი კვირაში ერთხელ მაინც, შემოდის ზარი ტრავმირებული ძაღლის შესახებ და მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. თუმცა საღამოს საათებში პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა ვერ ხდება“, – ამბობს დიმიტრი ბაქანიძე, ექიმი-ვეტერინარი.

მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირების ერთ-ერთ გზად სპეციალისტები ვაქცინაციის, სტერილიზაციისა და კასტრაციის პროგრამების ეფექტიანად განხორციელებასაც მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ამ მიმართულებით სისტემური მიდგომა ქუჩაში მყოფი ცხოველების პოპულაციის კონტროლს შეუწყობს ხელს.

პრობლემად რჩება თვითმმართველობის მიერ ყოველწლიურად ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხის რაოდენობა, კერძოდ, ადგილობრივების შეფასებით, არსებული რესურსი პრობლემის სრულად მოსაგვარებლად საკმარისი არ არის.

ასევე, საუბარია მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მუდმივი მონიტორინგის სისტემის შემოღებაზე, რათა მუნიციპალიტეტმა ზუსტად იცოდეს, რამდენი მიუსაფარი ცხოველია ქუჩაში, რა მდგომარეობაში არიან ისინი და რა საჭიროებები არსებობს მათი მოვლისა და კონტროლის მიმართულებით.

ადგილობრივების თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მხოლოდ თავშესაფრის მშენებლობით ვერ მოგვარდება და საჭიროა ერთიანი, მუდმივი სისტემა,ცხოველების აღრიცხვა, ვაქცინაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია, გადაუდებელი ვეტერინარული დახმარება და პოპულაციის მუდმივი მონიტორინგი.

დაკავშირებული თემები ⇓

ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება -ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ

ძაღლს პირში პიროტექნიკა ჩაუდეს – მიუსაფარის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საარჩევნო პროგრამები მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის გარეშე

ქალს, რომელიც 150-მდე ძაღლზე ზრუნავს მერიამ თავშესაფრის დემონტაჟი მოსთხოვა

“კუპატას” სახელობის თავშესაფარი შესაძლოა ჩაქვში აღარ აშენდეს, უცნობია პროექტის დაწყების ვადებიც

ძაღლს პირში პიროტექნიკა ჩაუდეს – მიუსაფარის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 

Post navigation

Previous: ბათუმში იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
Next: ძველ ბათუმში დანგრეული შენობის ადგილზე კაფე მოაწყვეს – მფლობელები ნებართვას ელოდებიან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 20, 2026
gaupatiureba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 22, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.