Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხულო

ბეშუმი – კურორტი უცვლელი პრობლემებით

სულხან მესხიძე აგვისტო 7, 2024
beshumi_AJARATIMES.GE

“ყველა სიტყვა, რაც ეხებოდა ჩვენი მთის პერსპექტივას, გოდერძისა და ბეშუმის განვითარებას, ყველა სიტყვა შესრულებულია,” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბეშუმში სტუმრობისას. სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას თორნიკე რიჟვაძემ ასევე, აღნიშნა, რომ “კიდევ ბევრ საქვეყნო საქმეს გააკეთებენ”.

სცენაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, არადა გვსურდა დაეკონკრეტებინა რას გულისხმობდა როცა ხალხზე ზრუნვასა და განვითარებაზე საუბრობდა.

აჭარის მთავრობის თავჯმდომარის მაღალფარდოვანი სიტყვების მიღმა, მთაში რეალობა სხვაგვარია. ამ დრომდე არ დასრულებულა ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. მოასფალტების პირობას “ოცნება” 12 წელია დებს. ბოლო, ტრადიციული დაპირება პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. მისი თქმით, პროექტი 2024 წლის ბოლომდე დასრულდება. 

ბეშუმამდე მისასვლელი გზა ერთადერთი პრობლემა არაა. ხალხმრავლობით გამორთეულ კურორტს ელექტროენერგია მცირე დროით მიეწოდება. ამ დრომდე არ მომხდარა აბონენტების გამრიცხველიანება. ადგილობრივთა თქმით, პრობლემაა დაურეგისტრირებელი სახლებიც.

“ადგილობრივები და დამსვენებლებიც უამრავ პრობლემას აწყდებიან. 2 კვირაა, რაც ბეშუმში ვარ, ყოველდღიურად საათობით გვეზღუდება ელექტროენერგია. მოსახლეობა წუხს შუქის არ ქონის გამო, რადგან მთაში ცივა და არ გვაქვს გათბობა. შუქის გაუმართაობა წლებია პრობლემურია. მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს დარეგისტრურებული სახლი. აბონენტის არ ასებობის გამო, არ არსებობს გამრიცხველიანება, რის გამოც დამსვენებელს უწევს მერიისგან დაწესებული სავალდებულო 90 ლარის გადახდა,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი თომა აბულაძე.

როდის მოგვარდება ბეშუმში არსებული პრობლემები სრულყოფილად ან რა მიმართულებით მუშაობენ ამ ეტაპზე – კითხვებზე ხულოს მერიაში არ გვიპასუხეს.

“ენერგო პრო ჯორჯიაში” კი ელექტროენერგიის შეფერხების მიზეზებს ხსნიან და აცხადებენ, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

,,ენერგო-პრო ჯორჯიასთვის, ბეშუმსა და მიმდებარე კურორტებზე ელ.ენერგიის რამდენჯერმე წყვეტის შესახებ ინფორმაცია ცნობილია. ავარიულ გათიშვებს ერთ-ერთი მთის ელ.გადამცემი ხაზი იწვევდა, რომელიც მერიის ბალანსზეა. ამ დროისთვის ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ აღნიშნული მიმართულებით, რაც ავარიულ შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს,” – აცხადებენ კომპანიაში. 

აქვე დაგაინტერესებთ ⇓

  • ხულოში საბაგირო გაურკვეველი ვადით შეჩერდა
  • ხულოს მუნიციპალიტეტში უკანონო მშენებლობის 24 ფაქტი გამოვლინდა
  • აჭარის მუნიციპალიტეტებში სასმელი წყალი დაბინძურებულია
  • მაღალმთიან აჭარაში უფასო სასადილოთი 120 ადამიანი სარგებლობს

 

Post navigation

Previous: მოზარდები ხე-მცენარეების მოვლისა და გამრავლების სპეციფიკას გაეცნენ
Next: 8 აგვისტოს ვალუტის კურსი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ხულო

„ოქროს ეძებენ“ – ხულოს სოფელ სხანდარაში უცნობი პირები მიწას თხრიან, ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ

აჭარა თაიმსი აგვისტო 27, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხულო

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
police_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში, ხრამში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აჭარა თაიმსი მაისი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია

სექტემბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 31, 2026
მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება

აგვისტო 31, 2026
ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს eter machutadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს

აგვისტო 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 31, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა

აგვისტო 31, 2026
ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ყინულის მოედნის თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – სავარაუდოდ ის დაკავებულია

სექტემბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 31, 2026
მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1) 3
  • საქართველო

მამუკა მდინარაძისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება

აგვისტო 31, 2026
ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს eter machutadze_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს კვლავ ეთერ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს

აგვისტო 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 31, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.