Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

კიდევ ერთი უნებართვო ობიექტი ქობულეთში – რესტორანი “ქართული ოცნების” შემწირველს ეკუთვნის

სულხან მესხიძე აგვისტო 2, 2024
ukanono restorani_AJARATIMES.GE

“აჭარა თაიმსი” ქობულეთის მუნიციპალიტეტში უნებართვო ობიექტების შესახებ მასალების მომზადებას აგრძელებს. ამჯერად მდინარე კინტრიშის კალაპოტის გასწვრივ, რესტორან “ტარაღანას” შესახებ გიამბობთ.

ობიექტის მშენებლობაზე ნებართვა მუნიციპალიტეტის მერიამ გასცა, თუმცა მეპატრონემ პროექტი დარღვევით შეასრულა. კერძოდ, დროებითი კონსტუქციის ნაცვლად, ტერიტორიაზე ბეტონის ორ სართულიანი რესტორანი ააშენეს. როგორც ჩანს კანონდარღვევაზე ზედამხედველობის სამსახურს რეაგირება არ მოუხდენია.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს “ტარაღანას” მფლობელები დავით უჯმაჯურიძე და ალექსანდრე წულუკიძე არიან. წულუკიძე “ქართული ოცნების შემწირველია. მან მმართველ პარტიას, სხვადასხვა დროს 180 000 ₾არი შესწირა. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ალექსანდრე წულუკიძე წილებს ფლობს 15-მდე კომპანიაში, მისი ზოგიერთი ბიზნეს პარტნიორი ასევე “ქართული ოცნების” შემწირველია.

დავით უჯმაჯურიძე ასევე, შპს “სტენლის” დირექტორია, რომლის ორგანიზაციასაც სახელმწიფო შესყიდვებიდან პირდაპირი წესით 4 – 7,342 ₾არი აქვს მიღებული. უჯმაჯურიძე ასევე, შპს “მილიმეტრ ფილმის” დირექტორიცაა. ამ ორგანიზაციასაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა უფიქსირდება. პირდაპირი წესით, აღნიშნულ კომპანიას ბიუჯეტიდან 7 – 84,640 ₾არი ჩაერიცხა. 

განმარტება: გამარტივებული შესყიდვა არის პროცესი, როდესაც შემსყიდველი არ აცხადებს ღია, კონკურენტულ შესყიდვას და პირდაპირ, მოლაპარაკების საფუძველზე არჩევს კომპანიას ან კერძო პირს, რომელთანაც ხელშეკრულებას აფორმებს. სპეციალისტების შეფასებით, კორუფციისა და ნეპოტიზმის ძირითადი წყარო სწორედ ამ ტიპის ტენდერია.

რატომ არ რეაგირებს ქობულეთის მერი უნებართვო მშენებლობის ფაქტზე ჩვენთვის უცნობია. ლევან ზოიძემ კითხვებს არ უპასუხა. უწყებაში არც ის გვითხრეს გადაამოწმა თუ არა ზედამხედველობის სამსახურმა პროექტთან შეუსაბამო ობიექტი. ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა დავით უჯმაჯურიძემაც. მას შემდეგ, რაც რესტორნის დირექტორს უკანონობაზე ვკითხეთ მან ტელეფონი გათიშა.


ინფორმაციისთვის: ქობულეთში უნებართვო მშენებლობები და უკანონობის მფარველობა არახალია. არაერთ დანაშაულზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც წერდა. რეაგირება არცერთ მათგანზე მომხდარა.

აქვე დაგაინტერესებთ: ⇓

  • ქობულეთის ვიცე მერის კლასელისა და კურსელის ოჯახის უკანონო მშენებლობა ცენტრალურ პარკში
  • “აჭარა თაიმსის” მასალის შემდეგ ქობულეთის ვიცე მერი გაათავისუფლეს
  • კიდევ ორი უნებართვო მშენებლობა ქობულეთში, რომელიც მერიამ ვერ აღკვეთა
  • ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა პროცესის აღკვეთა ვერ უზრუნველყო – აუდიტი
  • ქობულეთში კაფეს პლაჟზე ჩასავლელ კიბეზე აშენებენ – უკანონობაზე მერია არ რეაგირებს
  • ქობულეთში ქარსაცავი ზოლი სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე გაჩეხეს

Post navigation

Previous: ქობულეთის მერიაში არ პასუხობენ კითხვას, თუ როდის დაიწყება სპორტსკოლის მშენებლობა
Next: ცნობილია რა ეღირება 1 დოლარი, ევრო და გირვანქა ორშაბათამდე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„სარფის“ საბაჟოდან საქართველოში პომიდორის შემოტანას ცდილობდნენ, ბოსტნეულზე მავნე ორგანიზმის კვალი აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი მაისი 28, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 25, 2026
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები VS ჟურნალისტი

აჭარა თაიმსი მაისი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია

მაისი 31, 2026
ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მაისი 31, 2026
ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

მაისი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია

მაისი 31, 2026
ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მაისი 31, 2026
ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

მაისი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.