Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ფიჭვნარში სანაპიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიანურდება – ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

სულხან მესხიძე მაისი 16, 2025
fichvnari_AJARATIMES.GE

ფიჭვნარში, ქობულეთის ზღვისპირა დასახლებაში, სანაპიროს რეაბილიტაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოებში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი და ერთი ტრაქტორია ჩართული. ადგილობრივების მთავარი საფიქრალი ახლა ისაა, რომ ტურისტული სეზონი სულ მალე დაიწყება, ხოლო ტერიტორია ჯერ კიდევ გადათხრილია. მათ უკვე აქვთ ჯავშნები, თუმცა ამ მდგომარეობაში სტუმრების მიღებას ვერ შეძლებენ.

„ორი კაცი და ერთი ტრაქტორია მხოლოდ. ასე როდის უნდა მორჩნენ? სეზონი კარზეა და ჩვენს ეზოებში ტალახია. ტურისტი ასეთ პირობებში არ ჩამოვა“, – ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ადამიანები ფინანსურ ზარალზეც საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ბევრი ბანკის ვალზეა დამოკიდებული და თუ ტურისტებს ვერ მიიღებენ, ვერც გადასახადებს გადაიხდიან. ფიჭვნარის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თუ სამუშაოების ტემპი არ დაჩქარდება, ისინი მზად არიან გზის გადაკეტვით გააპროტესტონ არსებული მდგომარეობა.

„არ გვინდა პროტესტი, გვინდა სამუშაოების დაჩქარება. თუ ასე არ მოხდა, სხვა გზა აღარ დაგვრჩება. გადავკეტავთ ქუჩებს“, – აღნიშნავენ ადგილობრივები.

განსაკუთრებული შეშფოთება უსაფრთხოებას უკავშირდება – ფიჭვნარში დაახლოებით 800 მეტრზე სიღრმეებით გათხრილი არხებია, რომლებიც ღიაა და არანაირი უსაფრთხოების ღობე ან ნიშნული არ არსებობს. ადგილობრივების თქმით, ეს ყოველდღიურად ქმნის საფრთხეს ბავშვებისთვის და გამვლელებისთვის.

„არხები ღიაა და ღამე თუ ვინმე ჩავარდა, ვინ აგებს პასუხს? არავის აინტერესებს ჩვენი სიცოცხლე“, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ინფორმაციისთვის: საკითხზე ქობულეთის მერიაში კომენტარი არ გაკეთდა. რატომ მიმდინარეობს სამუშაოები ნელი ტემპით – კითხვის დასმა კომპანიის წარმომადგენლებისთვის გვსურდა, თუმცა ისინი სამშენებლო მოედანზე არ იმყოფებოდნენ. შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ქობულეთის ახალი სანაპირო ზოლის მოწყობის პირველი ეტაპის რეაბილიტაციის სამუშაოები შპს “ჯორჯიან სტოუნს” აქვს აღებული. სატენდერო ხელშეკრულების თანახმად, პროექტის განხორციელებაზე ბიუჯეტიდან 8,335,587.81 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების ვადად 510 დღეა განსაზღვრული.

ცნობისთვის: კომპანიის დირექტორია ბადრი რომანაძე, რომელიც წარსულში ქობულეთის მერიაში მუშაობდა. კერძოდ, 2011-2014 წლებში იგი ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო.

გარემოება: “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის თანახმად, ბადრი რომანაძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, შპს „ჯორჯიან სტოუნმა“ მომდევნო 6 წლის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ შესყიდვებში 24.6 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები მოიპოვა. აღნიშნული ტენდერები რიგ შემთხვევაში საეჭვო გარემოებებში შედგა — დისკვალიფიცირებული კონკურენტები და ხელშეკრულებებში დაუსაბუთებელი ცვლილებები საფუძვლიან ეჭვს აჩენს შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.

უნდა იცოდეთ: ფიჭვნარი ქობულეთის ერთ-ერთი პოპულარული დასასვენებელი ზონაა. აქ ბევრი ოჯახი ტურისტების მიღებით ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სეზონის ჩაშლის შემთხვევაში, ზარალი დიდი იქნება.

აქვე დაგაინტერესებთ: ⇓

  • ქობულეთის ვიცე მერის კლასელისა და კურსელის ოჯახის უკანონო მშენებლობა ცენტრალურ პარკში
  • “აჭარა თაიმსის” მასალის შემდეგ ქობულეთის ვიცე მერი გაათავისუფლეს
  • კიდევ ორი უნებართვო მშენებლობა ქობულეთში, რომელიც მერიამ ვერ აღკვეთა
  • კვების უნებართვო ობიექტი ქობულეთის მერის სამუშაო კაბინეტის წინ
  • უნებართვო ობიექტი ქობულეთში – რესტორანი “ქართული ოცნების” შემწირველს ეკუთვნის
  • ქობულეთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ვერ სრულდება – მერია კითხვებს გაურბის
  • ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა პროცესის აღკვეთა ვერ უზრუნველყო – აუდიტი
  • ქობულეთში კაფეს პლაჟზე ჩასავლელ კიბეზე აშენებენ – უკანონობაზე მერია არ რეაგირებს
  • ქობულეთში ქარსაცავი ზოლი სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე გაჩეხეს

Post navigation

Previous: “ს/კ გონიომ” “დინამო თბილისი 2”-თან მატჩი მოიგო
Next: აჭარის ღია ჩემპიონატი ველოსპორტში დაიწყო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

ლევან ურიდია სექტემბერი 24, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს

ლევან ურიდია სექტემბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა

ლევან ურიდია სექტემბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა

სექტემბერი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 23, 2026
რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა

სექტემბერი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.