Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ფიჭვნარში მიტოვებული საფლავების გაყიდვა გრძელდება – მერი დაპირებას კვლავ არ ასრულებს

აჭარა თაიმსი დეკემბერი 30, 2024
qobuletis sasaflao_AJARATIMES.GE

ფიჭვნარის ცენტრალური სასაფლაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტში უკვე წლებია მწვავე პრობლემების ფონზეა. ადგილობრივები მუდმივად უჩივიან ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან არასაკმარის ყურადღებას, რაც აღნიშნული პრობლემების მოუგვარებლობის მთავარ მიზეზად მიიჩნევა.

ფიჭვნარის სასაფლაოების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას სასაფლაოს ღობის არქონა წარმოადგენს, შედეგად ტერიტორია დაუცველია. ადგილობრივები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ღობის არარსებობის გამო ადგილი აქვს მიწის უკანონო დაკავებას და მიცვალებულების ქაოტურად დასაფლავების შემთხვევებს, რაც ამცირებს სასაფლაოს ტერიტორიას და აძლიერებს ქაოსს.

გარდა ამისა, ადგილობრივები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ რიგ შემთხვევებში თვითნებურად ხდება კერძო პირების მიერ  დასაკრძალი მიწის გაყიდვა/გასხვისება. მაგალითად, მიტოვებული საფლავების გაყიდვა და თვითნებურად მითვისება ხდება იმ შემთხვევებშიც, როდესაც ოჯახი ცხედარს სხვა ქალაქში ასვენებს. ასეთ სიტუაციებში კერძო პირები თვითნებურად პატრონობენ მიტოვებულ ტერიტორიას და გარკვეული თანხის სანაცვლოდ მას ხელახლა სხვაზე ყიდიან.

ადგილობრივ მოსახლეობას კონკრეტული მოთხოვნები აქვს:

  1. სასაფლაოს ტერიტორიის გალავნის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიის დაცვას;
  2. სპეციალური მუნიციპალური აიპ-ის ან შპს-ის შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სასაფლაოების მართვაზე, მოვლასა და წესრიგის დაცვაზე;
  3. ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების გამოყოფა სასაფლაოების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

ფიჭვნარის სასაფლაოების მართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მმართველობის დღის წესრიგში კვლავ გადაუჭრელ საკითხად რჩება. დღემდე არ არსებობს კონკრეტული აიპი (არასამეწარმეო იურიდიული პირი) ან შპს, რომელიც სასაფლაოების მოვლას და მართვას უზრუნველყოფდა. ამის გამო, ადგილობრივი თვითმმართველობა პასუხისმგებლობას ხშირად ირიდებს, ხოლო მოსახლეობა კვლავ უყურადღებოდ რჩება.

ქობულეთის მერიაში აღნიშნული საკითხის გადაჭრის თაობაზე დაპირება რამდენჯერმე გაიცა, თუმცა მუნიციპალიტეტის მერი თავის სიტყვას მალევე ივიწყებს. მერი ლევან ზოიძე, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, გადაჭრით ვერ ამბობენ თუ როდის შეიქმნება შესაბამისი ორგანიზაცია, რომელიც სასაფლაოების მართვას უზრუნველყოფს.

“ჩვენი გუნდი მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თითოეული მოქალაქე იყოს კმაყოფილი. ხალხს, რაც დავპირდით მაქსიმალურად შევასრულებთ. რაც შეეხება სასაფლაოების საკითხს, ჩვენ ყველა თემას ვსწავლობთ, გავდივართ შესაბამის ექსპერტებთან, დაწყებული გვაქვს შესწავლა. როგორც კი მექნება საყრდენი, დასაბუთება იმის, რომ ყველა დოკუმენტი მზადაა ვიტყვი რას ვაპირებთ. ვიცი, რომ ეს საკითხი გასაკეთებელია და მივიყვან ბოლომდე,”- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლევან ზოიძემ, რომელიც ვერ ასახელებს კონკრეტულ ვადას თუ როდის გადაიჭრება პრობლემა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები სასაფლაოების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფიჭნარის სასაფლაოების პრობლემები უახლოეს მომავალშიც გადაუჭრელი დარჩება.

“ეს საკითხი მუნიციპალიტეტში გამოწვევაა, საკრებულოზე ვიმსჯელეთ წინა სხდომებზე და დღესაც შევახსენეთ მერს. მომავალი წლის სამუშაო გეგმაში აუცილებლად იქნება ეს საკითხი, როგორც დაგვპირდა ბატონი მერი. ვფიქრობ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ძალიან მნიშვნელოვანი თემებია ამ საკითხზე გასათვალისწინებელი ამიტომ, ვფიქრობ მერია იმუშავებს,” – ასეთი ზოგადი და უშინაარსო პოზიციით შემოიფარგლა ჩვენთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარეც. ლევან ზოიძის მსგავსად, დავით მჭედლიშვილიც ვერ ამბობს, როდის შეასრულებს უწყება მოსახლეობისთვის მიცემულ პირობას. 

ინფორმაციისთვის: ფიჭვნარში მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასაფლაო, რომელიც დაახლოებით, 10 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული. ამ ტერიტორიაზე დაკრძალულია დაახლოებით 45,000 მიცვალებული.

ქობულეთის მერიისა და საკრებულოს ჩინოვნიკებს ხელფასები გაეზარდათ

580 კვადრატი მიწა უსასყიდლოდ, 99 წლით მართმადიდებელ ეკლესიას ქობულეთის მერიისგან

აქვე დაგაინტერესებთ:

  • ქობულეთის ვიცე მერის კლასელისა და კურსელის ოჯახის უკანონო მშენებლობა ცენტრალურ პარკში
  • “აჭარა თაიმსის” მასალის შემდეგ ქობულეთის ვიცე მერი გაათავისუფლეს
  • კიდევ ორი უნებართვო მშენებლობა ქობულეთში, რომელიც მერიამ ვერ აღკვეთა
  • კვების უნებართვო ობიექტი ქობულეთის მერის სამუშაო კაბინეტის წინ
  • უნებართვო ობიექტი ქობულეთში – რესტორანი “ქართული ოცნების” შემწირველს ეკუთვნის
  • ქობულეთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ვერ სრულდება – მერია კითხვებს გაურბის
  • ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა პროცესის აღკვეთა ვერ უზრუნველყო – აუდიტი
  • ქობულეთში კაფეს პლაჟზე ჩასავლელ კიბეზე აშენებენ – უკანონობაზე მერია არ რეაგირებს
  • ქობულეთში ქარსაცავი ზოლი სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე გაჩეხეს

Post navigation

Previous: ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები სასამართლოში დაიბარეს
Next: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

qobuletis biblioteka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება

ლევან ურიდია ოქტომბერი 5, 2026
oqros maziebeli_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ლევან ურიდია ოქტომბერი 4, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 2, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება qobuletis biblioteka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება

ოქტომბერი 5, 2026
კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი

ოქტომბერი 4, 2026
„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან oqros maziebeli_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ოქტომბერი 4, 2026
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026
ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 2, 2026
ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება qobuletis biblioteka_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება

ოქტომბერი 5, 2026
კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი sabavshvo bagi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი

ოქტომბერი 4, 2026
„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან oqros maziebeli_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ოქტომბერი 4, 2026
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.