Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

12 თვეში 15 ხელფასი: როგორ აბრუნებს ქართული ოცნება გაუქმებულ კორუფციულ სქემას

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
fuli_AJARATIMES.GE

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მთავრობის ინიციატივით პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც მინისტრების, მერებისა და სახელმწიფო რწმუნებულების მოადგილეებისთვის სახელფასო დანამატებისა და ფულადი ჯილდოების გაცემას ითვალისწინებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს მექანიზმი 2017 წელს სწორედ კორუფციული რისკების გამო გაუქმდა და მისი დაბრუნება „გაუმჭვირვალე და უკონტროლო ფინანსური სისტემის“ აღდგენას ნიშნავს.

კვლევის მიხედვით, კანონპროექტის ავტორები ცვლილებების აუცილებლობას თანამდებობის პირების „დაბალი ანაზღაურებით“ ხსნიან, თუმცა TI Georgia აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხ წელიწადში ამ პოზიციებზე ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, თბილისის მერის მოადგილის სარგო 6 765 ლარიდან 9 840 ლარამდე გაიზარდა, რაც 46%-იან მატებას ნიშნავს. ორგანიზაცია ამ მონაცემს პენსიის ზრდას ადარებს და მიუთითებს, რომ ამავე პერიოდში 70 წლამდე მოქალაქეების პენსია მხოლოდ 42%-ით გაიზარდა.

კანონპროექტის მიხედვით, მინისტრებისა და მერების მოადგილეებს, ხელფასის გარდა, დამატებით პრემია-დანამატების მიღებაც შეეძლებათ.

TI Georgia-ს შეფასებით, ჯილდო-დანამატის სრულად ათვისების შემთხვევაში, თანამდებობის პირებს წელიწადში დამატებით 3.5 თვის ხელფასის შესაბამისი თანხა დაემატებათ. მაგალითად, თბილისის მერის მოადგილის ანაზღაურება 9 840 ლარიდან 12 792 ლარამდე გაიზრდება.

ორგანიზაციის განცხადებით, პრობლემურია ისიც, რომ პრემიისა და დანამატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას უშუალო ხელმძღვანელი ერთპიროვნულად მიიღებს, მკაფიო კრიტერიუმებისა და დამოუკიდებელი კონტროლის გარეშე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს, რომ ცვლილება ქმნის „პოლიტიკური ლოიალურობის ფინანსურად დაჯილდოების“ საფრთხეს და ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რის საფუძველზეც 2017 წელს პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის პრემია-დანამატები აიკრძალა.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო პრაქტიკაზეც. ორგანიზაციის შეფასებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილი დასავლური მაგალითები არასწორად არის ინტერპრეტირებული, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში ანაზღაურების დამატებითი მექანიზმები მკაცრი წესებით, გამჭვირვალე კრიტერიუმებითა და დამოუკიდებელი კონტროლის პირობებში მოქმედებს.

TI Georgia ასევე მიუთითებს, რომ კანონპროექტი არ შეიცავს ანტიკორუფციულ მექანიზმებს. კერძოდ, არ არის განსაზღვრული, რა პირობებში გაიცემა დანამატი, არ არსებობს სავალდებულო საჯაროობა და არც დამოუკიდებელი მონიტორინგის სისტემა.

ორგანიზაციის დასკვნით, ინიციატივა ფაქტობრივად აღადგენს იმ პრაქტიკას, რომელიც 2017 წელს კორუფციის რისკების გამო გაუქმდა და ახალ საფრთხეებს ქმნის საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის მიმართულებით.

რამდენი ლარი მოხმარდა საჯარო მოხელეების ხელფასებს აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის უმაღლესი საბჭოს პასიური წევრების ანაზღაურებასა და მივლინებაში 156 910 ₾ დაიხარჯა – კვლევა

59 დღე შვებულებაში და 57 დღე მივლინებებში – როგორ იყენებს აჭარის კულტურის მინისტრი საბიუჯეტო რესურსებს

 

Post navigation

Previous: საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ სუპერლიგის ჩემპიონია
Next: აჭარის ღია ჩემპიონატი ველოსპორტში 2026

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ლევან ურიდია ოქტომბერი 16, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026
fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.