Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხულო

ბეშუმი – კურორტი უცვლელი პრობლემებით

სულხან მესხიძე აგვისტო 7, 2024
beshumi_AJARATIMES.GE

“ყველა სიტყვა, რაც ეხებოდა ჩვენი მთის პერსპექტივას, გოდერძისა და ბეშუმის განვითარებას, ყველა სიტყვა შესრულებულია,” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბეშუმში სტუმრობისას. სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას თორნიკე რიჟვაძემ ასევე, აღნიშნა, რომ “კიდევ ბევრ საქვეყნო საქმეს გააკეთებენ”.

სცენაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, არადა გვსურდა დაეკონკრეტებინა რას გულისხმობდა როცა ხალხზე ზრუნვასა და განვითარებაზე საუბრობდა.

აჭარის მთავრობის თავჯმდომარის მაღალფარდოვანი სიტყვების მიღმა, მთაში რეალობა სხვაგვარია. ამ დრომდე არ დასრულებულა ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. მოასფალტების პირობას “ოცნება” 12 წელია დებს. ბოლო, ტრადიციული დაპირება პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. მისი თქმით, პროექტი 2024 წლის ბოლომდე დასრულდება. 

ბეშუმამდე მისასვლელი გზა ერთადერთი პრობლემა არაა. ხალხმრავლობით გამორთეულ კურორტს ელექტროენერგია მცირე დროით მიეწოდება. ამ დრომდე არ მომხდარა აბონენტების გამრიცხველიანება. ადგილობრივთა თქმით, პრობლემაა დაურეგისტრირებელი სახლებიც.

“ადგილობრივები და დამსვენებლებიც უამრავ პრობლემას აწყდებიან. 2 კვირაა, რაც ბეშუმში ვარ, ყოველდღიურად საათობით გვეზღუდება ელექტროენერგია. მოსახლეობა წუხს შუქის არ ქონის გამო, რადგან მთაში ცივა და არ გვაქვს გათბობა. შუქის გაუმართაობა წლებია პრობლემურია. მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს დარეგისტრურებული სახლი. აბონენტის არ ასებობის გამო, არ არსებობს გამრიცხველიანება, რის გამოც დამსვენებელს უწევს მერიისგან დაწესებული სავალდებულო 90 ლარის გადახდა,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი თომა აბულაძე.

როდის მოგვარდება ბეშუმში არსებული პრობლემები სრულყოფილად ან რა მიმართულებით მუშაობენ ამ ეტაპზე – კითხვებზე ხულოს მერიაში არ გვიპასუხეს.

“ენერგო პრო ჯორჯიაში” კი ელექტროენერგიის შეფერხების მიზეზებს ხსნიან და აცხადებენ, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

,,ენერგო-პრო ჯორჯიასთვის, ბეშუმსა და მიმდებარე კურორტებზე ელ.ენერგიის რამდენჯერმე წყვეტის შესახებ ინფორმაცია ცნობილია. ავარიულ გათიშვებს ერთ-ერთი მთის ელ.გადამცემი ხაზი იწვევდა, რომელიც მერიის ბალანსზეა. ამ დროისთვის ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ აღნიშნული მიმართულებით, რაც ავარიულ შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს,” – აცხადებენ კომპანიაში. 

აქვე დაგაინტერესებთ ⇓

  • ხულოში საბაგირო გაურკვეველი ვადით შეჩერდა
  • ხულოს მუნიციპალიტეტში უკანონო მშენებლობის 24 ფაქტი გამოვლინდა
  • აჭარის მუნიციპალიტეტებში სასმელი წყალი დაბინძურებულია
  • მაღალმთიან აჭარაში უფასო სასადილოთი 120 ადამიანი სარგებლობს

 

Post navigation

Previous: მოზარდები ხე-მცენარეების მოვლისა და გამრავლების სპეციფიკას გაეცნენ
Next: 8 აგვისტოს ვალუტის კურსი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხულო

„ოქროს ეძებენ“ – ხულოს სოფელ სხანდარაში უცნობი პირები მიწას თხრიან, ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ

აჭარა თაიმსი აგვისტო 27, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხულო

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 22, 2026
ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ _AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

ოქტომბერი 21, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.