Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

“მერი დაცვას ეუბნება კაბინეტში არ შემოუშვაო” – ქობულეთში მეეზოვეები დაპირებულ მე-13 ხელფას ითხოვენ

სულხან მესხიძე დეკემბერი 28, 2024
meezove_AJARATIMES.GE

ქობულეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაფიცვას აანონსებენ. ისინი მოითხოვენ დაპირებულ მე-13 ხელფასს. მათი თქმით, მერიამ ისინი საახალწლოდ, საჩუქრების გარეშეც დატოვა. ერთ-ერთი მეეზოვე, ნინო მორჩილაძე, წლის ბოლო საკრებულოს სხდომაზე დასწრებასა და საკუთარი მოთხოვნების გახმოვანებას აპირებდა, თუმცა დარბაზში დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს.

“გვიჭირს, დასუფთავებაში რომ ვმუშაობთ ხელფასი თავის დროზე უნდა გვქონდეს, პრემიაც. რომ მიხვალ მერთან, კაბინეტში არავინ შეგიშვებს, დაცვა გაფრთხილებულია. სესხები მაქვს, ძალიან გაჭირვებული ცხოვრება მაქვს. ჯანმრთელობის პრობლემებიც მაწუხებს. სამსახურში ყველა აბუნტებულია, იძახიან დავყრით ცოცხებს და არ გავალთ სამუშაოდო,” – თქვა ჩვენთან საუბრისას ნინო მორჩილაძემ.

როგორც ირკვევა, ქობულეთის მერი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ამ ეტაპზე კონკრეტულ დაპირებას ვერ აძლევს. ლევან ზოიძის განცხადებით, მეეზოვეები პრემიას მომავალი წლის დასაწყისში მიიღებენ, რაც მისი აზრით, მე-13 ხელფასია.

“ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი თანამშრომლებისთვის. როგორც მეეზოვეებს, ასევე, გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს გავუზარდეთ ხელფასები. დაგეგმილი გვაქვს, რომ იანვრის დასაწყისში ისინი მიიღებენ პრემიას, მე-13 ხელფასია ეგ,”- განაცხადა ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ ჩვენთან საუბრისას.

საკრებულოს სხდომაზე, სადაც მეეზოვე არ შეუშვეს და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს ერთ-ერთ საკითხად, ჩინოვნიკები თავიანთი ანაზღაურების გაზრდის შესახებ მსჯელობდნენ. “ქართული ოცნების” დეპუტატების გადაწყვეტილებით, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები 10-20% გაეზარდათ.

ინფორმაციისთვის: ჩინოვნიკების ხელფასების შესახებ უფრო მეტს წაიკითხავთ ბმულზე ⇓

ქობულეთის მერიისა და საკრებულოს ჩინოვნიკებს ხელფასები გაეზარდათ

აქვე დაგაინტერესებთ:

  • ქობულეთის ვიცე მერის კლასელისა და კურსელის ოჯახის უკანონო მშენებლობა ცენტრალურ პარკში
  • “აჭარა თაიმსის” მასალის შემდეგ ქობულეთის ვიცე მერი გაათავისუფლეს
  • კიდევ ორი უნებართვო მშენებლობა ქობულეთში, რომელიც მერიამ ვერ აღკვეთა
  • კვების უნებართვო ობიექტი ქობულეთის მერის სამუშაო კაბინეტის წინ
  • უნებართვო ობიექტი ქობულეთში – რესტორანი “ქართული ოცნების” შემწირველს ეკუთვნის
  • ქობულეთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ვერ სრულდება – მერია კითხვებს გაურბის
  • ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა პროცესის აღკვეთა ვერ უზრუნველყო – აუდიტი
  • ქობულეთში კაფეს პლაჟზე ჩასავლელ კიბეზე აშენებენ – უკანონობაზე მერია არ რეაგირებს
  • ქობულეთში ქარსაცავი ზოლი სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე გაჩეხეს

Post navigation

Previous: ხანძარი სალიბაურში, დაიწვა სახლი
Next: სანქცირებულმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში მისი პრეზიდენტის ინაუგურაცია გამართა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით

აჭარა თაიმსი აგვისტო 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია restorani batumshi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია

აგვისტო 23, 2026
ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აგვისტო 23, 2026
სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს Sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს

აგვისტო 22, 2026
ბათუმის აეროპორტში 300-ზე მეტი „მდმა“ აბი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი aeroporti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 300-ზე მეტი „მდმა“ აბი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი

აგვისტო 22, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია restorani batumshi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია

აგვისტო 23, 2026
ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აგვისტო 23, 2026
სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს Sarfi_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს

აგვისტო 22, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.