Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ქობულეთის მერიისა და საკრებულოს ჩინოვნიკებს ხელფასები გაეზარდათ

სულხან მესხიძე დეკემბერი 27, 2024
qobuletis meria_AJARATIMES.GE

ქობულეთის საკრებულომ წლის ბოლო სხდომაზე ჩინოვნიკებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხი განიხილა. სხდომათა დარბაზში მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები იმყოფებოდნენ, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში განსხვავებული აზრის გამოთქმის შესაძლებლობას გამორიცხავდა. შესაბამისად, მათ თანამდებობრივი სარგოს გაზრდას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

გადაწყვეტილების თანახმად, მერიის ჩინოვნიკების თანამდებობრივი სარგო 2025 წლისთვის ასე გამოიყურება:

  • მერის ხელფასი: 6,716 ₾;
  • მერის პირველი მოადგილე: 5,110 ₾;
  • მერის მოადგილე: 4,672 ₾;
  • მერის მოადგილე: 4,672 ₾;

“ხელფასი მომემატა კანონის შესაბამისად. ვიმსახურებ თუ არა ამას ხალხი შეაფასებს,” – გვითხრა ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ  თემის კომენტირებისას.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში კი, მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა ხელფასები ასე გადაინაწილეს:

  • საკრებულოს თავმჯდომარე: 5,986 ₾;
  • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე: 4,526 ₾;
  • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: 3,942 ₾;
  • საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე: 3,212 ₾;
  • საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე: 2,920 ₾;
  • საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: 2,336 ₾.

“ეს პროცესი ქვეყანაში მიმდინარეობს, მზარდია როგორც ბიუჯეტი ასევე ხელფასები. მე ძალიან მსიამოვნებს და მახარებს ის ფაქტი, რომ 10 პროცენტით არა და გაცილებით დიდი პროცენტებით ეზრდებათ ხელფასები იმ ადამიანებს, რომლებიც გაცილებით დიდ საქმეს აკეთებენ. ვგულისხმობ დასუფთავების, გამწვანების და ა.შ. ჩვენი მიზანი იქნება, რომ ამ ადამიანებს კიდევ მოემატოთ ხელფასები,” – გვითხრა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა, რომელსაც საკუთარი ხელფასის მატების ფაქტის შეფასება ვთხოვეთ.

ქობულეთის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, უწყების თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგო 20 პროცენტით გაეზარდათ. ცნობისთვის, ჩინოვნიკებს თანამდებობრივი სარგო ემატებათ აჭარის ყველა თვითმმართველი ორგანოს მიერ მიღებული განკარგულების საფუძველზე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები წლის ბოლოს, სიტყვიერი დაპირებისამებრ მე-13 ხელფასსა და საახალწლო საჩუქრებს ელოდნენ, თუმცა უშედეგოდ. დღეს, საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთ მეეზოვეს დასწრება და დეპუტატებისთვის დაპირების შეხსენება სურდა, თუმცა ნინო მორჩილაძე სხდომაზე არ შეუშვეს. ქობულეთის მერის, ლევან ზოიძის თქმით, მეეზოვეები პრემიას სამომავლოდ მიიღებენ.

აქვე დაგაინტერესებთ:

  • ქობულეთის ვიცე მერის კლასელისა და კურსელის ოჯახის უკანონო მშენებლობა ცენტრალურ პარკში
  • “აჭარა თაიმსის” მასალის შემდეგ ქობულეთის ვიცე მერი გაათავისუფლეს
  • კიდევ ორი უნებართვო მშენებლობა ქობულეთში, რომელიც მერიამ ვერ აღკვეთა
  • კვების უნებართვო ობიექტი ქობულეთის მერის სამუშაო კაბინეტის წინ
  • უნებართვო ობიექტი ქობულეთში – რესტორანი “ქართული ოცნების” შემწირველს ეკუთვნის
  • ქობულეთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ვერ სრულდება – მერია კითხვებს გაურბის
  • ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა პროცესის აღკვეთა ვერ უზრუნველყო – აუდიტი
  • ქობულეთში კაფეს პლაჟზე ჩასავლელ კიბეზე აშენებენ – უკანონობაზე მერია არ რეაგირებს
  • ქობულეთში ქარსაცავი ზოლი სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე გაჩეხეს

Post navigation

Previous: თორნიკე რიჟვაძემ შვილები კერძო, ძვირადღირებულ სკოლაში გადაიყვანა
Next: აქციებზე დაკავებული ქალების ნაწილის მიმართ ადგილი ჰქონდა გაუპატიურების მუქარას – NGO

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 6, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სახელმწიფო ანსამბლის შენობის კედლები დაბზარულია – „ლელო“ შენობის მდგრადობის შესწავლას ითხოვს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება frenburti_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმში ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2026“ იმართება

ოქტომბერი 9, 2026
ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

ოქტომბერი 9, 2026
კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს – TI

ოქტომბერი 9, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.